მაკა ბოჭორიშვილი „ევრონიუსის“ ორგანიზებულ გაფართოების სამიტში პრემიერის მონაწილეობაზე: ბრიუსელში არის ინტერესი, ევროკავშირში არის ინტერესი გარკვეულწილად, მოუსმინონ საქართველოს. ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოზიცია ღიაობასთან და მზაობასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვართ მზად ევროკავშირთან დიალოგისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 04 ნოემბერი 2026, 13:59

ბრიუსელში არის ინტერესი, ევროკავშირში არის ინტერესი გარკვეულწილად, მოუსმინონ საქართველოს და ეს რა თქმა უნდა, იყო კარგი შესაძლებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის და ეს შესაძლებლობა, ეს მოსაწვევი გამოყენებული იყო იმისთვის, რომ ჩვენ მიგვეღო მონაწილეობა ღონისძიებაში, რომელიც ეძღვნებოდა ევროკავშირის გაფართოების თემას, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.


მისი თქმით, ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა დიალოგის მზაობა.

„ქართული მხრიდან გაჟღერდა ის პოზიცია, რაც ჩვენ გვაქვს დიალოგთან დაკავშირებით და საუბართან დაკავშირებით. ჩვენ გვჭირდება ღია საუბარი ევროკავშირთან ყველა იმ საკითხზე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირს ეჩვენება პრობლემურად, რომ არის მათთვის მნიშვნელოვანი ამ პროცესში. აქედან გამომდინარე, ეს იყო მნიშვნელოვანი, რომ ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოზიცია ღიაობასთან დაკავშირებით და მზაობასთან დაკავშირებით. რომ ჩვენ ვართ მზად ევროკავშირთან დიალოგისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.


ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივები, კანდიდატი ქვეყნების ევროპული მომავალი და პოლიტიკური გამოწვევები - ბრიუსელში „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებული გაფართოების სამიტი გაიმართა. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობისას საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ქვეყნის ისტორიულ არჩევანზე, ევროსტრუქტურებთან დღეს არსებულ ურთიერთობებსა და დიალოგის მზაობაზე ისაუბრა. დისკუსიები შეეხებოდა კანდიდატი ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესს და განხორციელებულ რეფორმებს.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკომისიის მორიგი დეზინფორმაცია - გაფართოების ანგარიშში საქართველოსთან დიალოგის შეჩერებაში კვლავ პრემიერ-მინისტრია დადანაშაულებული, როცა სინამდვილეში საქართველოსთან დიალოგი ევროკავშირის ინიციატივით 2024 წლის ივნისში შეჩერდა
სოზარ სუბარი: 2008 წლის ომში მოსახლეობის გაწირვა იყო დავალება, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა მიღებული - რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით უფრო რთული, ან სულაც შეუძლებელი იქნებოდა შერიგება, ხოლო როდესაც შერიგება შეუძლებელია, მაშინ სიტუაცია, ქვეყანა ადვილი სამართავია
ევროკავშირის უხეში ჩარევა საქართველოს სასამართლო სისტემაში - ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს, რომ მოსამართლეები უცხოელების მონაწილეობით დანიშნოს
ირაკლი კობახიძე: ვიღაცას თუ სურს, რაიმე შეცვალოს საქართველოს ქცევაში, უნდა გველაპარაკოს ჩვენ, მაგრამ პრობლემაა, რომ ჩვენ არ გვესაუბრებიან, ისინი მზად არ არიან გვესაუბრონ, ჩვენ ვართ მზად, ვილაპარაკოთ ყველა საკითხზე
ირაკლი კობახიძე: ოპტიმიზმით ვართ სავსე, რომ ტენდენციები და დამოკიდებულებები შეიცვლება. ჩვენ გვინდა ღირსებით შევიდეთ ევროკავშირში, ჩვენ არ ვართ მარიონეტები
არქივი