ევროკომისიის მორიგი დეზინფორმაცია - გაფართოების ანგარიშში საქართველოსთან დიალოგის შეჩერებაში კვლავ პრემიერ-მინისტრია დადანაშაულებული, როცა სინამდვილეში საქართველოსთან დიალოგი ევროკავშირის ინიციატივით 2024 წლის ივნისში შეჩერდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 04 ნოემბერი 2026, 14:04

ევროკომისიის მიერ გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიშში კვლავ არის აღნიშნული, რომ თითქოს ბრიუსელსა და თბილისს შორის დიალოგის შეჩერება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ მოხდა.


როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, 2024 წლის ნოემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა 2028 წლამდე არ დაიწყებდა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის პროცესს.


ევროკომისიაში ამბობენ, რომ 2024 წელს გაკეთებული განცხადება ეწინააღმდეგება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ საქართველოს კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერს.


„2024 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ მთავრობა 2028 წლამდე არ დაიწყებდა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის პროცესს, ეწინააღმდეგება როგორც კონსტიტუციით განსაზღვრულ პრიორიტეტებს, ისე მთავრობის 2025-2028 წლების პროგრამას“, - აღნიშნულია ანგარიშში.


თუმცა, დოკუმენტში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ საქართველოსთან დიალოგი თავად ევროკავშირის ინიციატივით 2024 წლის ივნისში შეჩერდა. მაშინ აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკომისიამ მიიღო და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც აცნობა.


აღსანიშნავია, რომ ანგარიში ისე მომზადდა, პროცესში საქართველოს მთავრობა და შესაბამისი უწყებები ჩართული არ ყოფილან, რადგან ბრიუსელი საქართველოსთან ბოიკოტის რეჟიმშია. შესაბამისად, ანგარიში რეალობას ვერ ასახავს, ვინაიდან მთლიანად ოპოზიციის მიერ მიწოდებულ დეზინფორმაციაზეა აგებული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი „ევრონიუსის“ ორგანიზებულ გაფართოების სამიტში პრემიერის მონაწილეობაზე: ბრიუსელში არის ინტერესი, ევროკავშირში არის ინტერესი გარკვეულწილად, მოუსმინონ საქართველოს. ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოზიცია ღიაობასთან და მზაობასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვართ მზად ევროკავშირთან დიალოგისთვის
სოზარ სუბარი: 2008 წლის ომში მოსახლეობის გაწირვა იყო დავალება, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა მიღებული - რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით უფრო რთული, ან სულაც შეუძლებელი იქნებოდა შერიგება, ხოლო როდესაც შერიგება შეუძლებელია, მაშინ სიტუაცია, ქვეყანა ადვილი სამართავია
ევროკავშირის უხეში ჩარევა საქართველოს სასამართლო სისტემაში - ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს, რომ მოსამართლეები უცხოელების მონაწილეობით დანიშნოს
ირაკლი კობახიძე: ვიღაცას თუ სურს, რაიმე შეცვალოს საქართველოს ქცევაში, უნდა გველაპარაკოს ჩვენ, მაგრამ პრობლემაა, რომ ჩვენ არ გვესაუბრებიან, ისინი მზად არ არიან გვესაუბრონ, ჩვენ ვართ მზად, ვილაპარაკოთ ყველა საკითხზე
ირაკლი კობახიძე: ოპტიმიზმით ვართ სავსე, რომ ტენდენციები და დამოკიდებულებები შეიცვლება. ჩვენ გვინდა ღირსებით შევიდეთ ევროკავშირში, ჩვენ არ ვართ მარიონეტები
არქივი