დავით ქართველიშვილი: თუ ევროკავშირი არ იქნება ჩვენთვის მიმზიდველი და არ გვექნება გადაკვეთის წერტილები, მაშინ ჩვენ ასეთ კავშირში არაფერი გვესაქმება, იმიტომ, რომ მას ვერ გავაკეთილშობილებთ, მაგრამ საკუთარ თავს დავკარგავთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 04 ნოემბერი 2026, 14:12

„ჩვენ გვაქვს იმის მოთმინების უნარი, დავაკვირდეთ საით მიექანება ბრიუსელი და ევროკავშირი,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას და გაფართოების შესახებ ევროკავშირის დოკუმენტში მოსალოდნელ ჩანაწერებზე ისაუბრა.


დავით ქართველიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ დოკუმენტის გამოქვეყნებამდე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, განცხადება საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ და ფრაზა ევროკავშირში ღირსებით შესვლის თაობაზე, მისთვის მოსალოდნელი იყო.

„პრემიერ-მინისტრის, როგორც ქვეყნის ხელისუფლების ლიდერის, მხრიდან სხვა განცხადების მოსმენას არც ველოდი. ხელისუფლების პათოსი იგივე რჩება: საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, ოღონდ ღირსებით შევა იქ. ეს არის ამ ხელისუფლების საკვანძო ფრაზა.


ამ პათოსს, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ჟღერს, შეიძლება დაეთანხმო ან არა. მე, მაგალითად, პრემიერისგან განსხვავებით, უფრო თავისუფალი ვარ და შემიძლია, ჩემი ინტერპრეტაცია მოვახდინო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ევროკავშირში ღირსებით შესვლა.

ევროკავშირი არის სუბიექტობადაკარგული ორგანიზაცია, რომელიც თავის დროზე სხვა მიზნებისთვის შეიქმნა. დღეს მან ის მიზნები და ფესვები დაკარგა, რომლებზეც აღმოცენდა, და გაურკვეველ და გაუკუღმართებულ ორგანიზაციად იქცა, სადაც სულ სხვა ფასეულობებია.

ეს არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც ჩვენთვის წლების განმავლობაში ძალიან მიმზიდველი იყო. ევროკავშირის ბიუროკრატია მართლაც ემსგავსება იმ ევროსაბჭოთა კავშირს, რომლის ნამსხვრევების მსხვერპლიც ვართ ჩვენ, საქართველო, და ძალიან კარგად ვიცით, რით შეიძლება დასრულდეს ის პროცესები, რომლებიც ახლა ევროკავშირის სივრცეში მიმდინარეობს.


ევროკავშირი იმ ტრანსფორმაციის გზას დაადგა, რომელმაც თავის დროზე საბჭოთა კავშირს უბიძგა, თავის ნამსხვრევებზე შეექმნა დსთ (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა), იმიტომ, რომ დღეს ევროკავშირში შემავალი არცერთი სუბიექტი არ არის დამოუკიდებელი. ეს არის საბჭოთა კავშირის ზუსტი, დამახინჯებული ასლი, სადაც ქმნიდნენ ერთიან საბჭოთა ადამიანს. ახლა ევროკავშირში ქმნიან ერთიან, უნიფიცირებულ ევროპელ ადამიანს, რომელმაც უნდა გააერთიანოს და შთანთქას საკუთარ თავში პორტუგალიელი და ესტონელი, რომლებიც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ყველაფერ ამას აკეთებენ ლგბტ თემის დღის წესრიგის გარშემო, რომელიც თითქოსდა აუცილებელ პირობად იქცა იმისთვის, რომ გერქვას ევროპული ცივილიზაციის ნაწილი.


ჩვენ ამ ყველაფერს ვუყურებთ და გვაქვს იმის მოთმინების უნარი, რომ საკუთარი თავი შევინახოთ და დავაკვირდეთ, საით მიექანება ბრიუსელი და ევროკავშირი. თუ ის არ იქნება ჩვენთვის მიმზიდველი, თუ არ გვექნება გადაკვეთის წერტილები იმასთან, რასაც ქრისტიანული კულტურა ჰქვია, მაშინ ჩვენ ასეთ კავშირში არაფერი გვესაქმება, იმიტომ, რომ მას ვერ გავაკეთილშობილებთ, მაგრამ საკუთარ თავს დავკარგავთ“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ სამხარაძე ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე: ამ ანგარიშს ვერ მივიღებთ, როგორც რეალისტურ ან მიუკერძოებელ ანგარიშს იქიდან გამომდინარე, რომ ევროკომისიას წარმოდგენა არ აქვს, რას აკეთებს ქართული სახელმწიფო და რა რეფორმები გაატარეს კონკრეტულმა უწყებებმა იმისთვის, რომ დაახლოებოდნენ ევროკავშირს
დავით ქართველიშვილი: ველოდები ტრანსფორმაციას, რომელიც გარდაუვალია ევროსაბჭოთა სივრცეში - საბჭოთა იმპერიის დანგრევას უნდა მოჰყვეს მეორე იმპერიის ნგრევა, რომელიც შესაძლოა იმაზე უფრო დიდი სიმახინჯე იყოს, ვიდრე საბჭოთა კავშირი
ლევან ჭოტორლიშვილი: ირაკლი კობახიძის დონის ინტელექტუალი პოლიტიკოსი რომ ჰყავდეს ევროკავშირს, ასეთი უკუსვლა და ჩამორჩენა არ ექნებოდა ბოლო ოცი წლის განმავლობაში
დავით ქართველიშვილი: შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის მარცხმა დონალდ ტრამპი, კლასიკურ „კოჭლ იხვად“ აქცია, თუმცა, 2024 წლის არჩევნებთან შედარებით არის მნიშვნელოვანი პროგრესი: კონგრესში არცერთი მიცვალებული არ იქნა არჩეული
გიორგი გაბუნია: ჩვენ ევროკავშირთან გვსურს კარგი ურთიერთობა და არა კარგი ფოტოები. ზელენსკის უამრავი ბრწყინვალე ფოტო აქვს ალბათ ფონ დერ ლაიენთან, მარტა კოსთან და კაია კალასთან, მაგრამ სისხლში და ფერფლშია გახვეული უკრაინა
არქივი