შალვა პაპუაშვილი: უკვე საკონსტიტუციო სასამართლო ჩაგვინაცვლა კაია კალასმა და იმან უნდა გადაწყვიტოს, რა არის ჩვენთან კონსტიტუციური და რა - არა. ეს არის აბსოლუტური სითავხედე. როგორ ბედავენ საერთოდ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს როლი შეითავსონ?! რაში ერკვევიან? საქართველოს კონსტიტუციაში ერკვევიან? მოსამართლეები არიან თუ ვინ არიან, რომ საკუთარ თავს ამის უფლებას აძლევენ?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 04 ნოემბერი 2026, 17:37

ხომ ხედავთ სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე?! - უკვე საკონსტიტუციო სასამართლო ჩაგვინაცვლა კაია კალასმა და იმან უნდა გადაწყვიტოს, რა არის ჩვენთან კონსტიტუციური და რა არის არაკონსტიტუციური. ეს არის აბსოლუტური სითავხედე, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს, რომლის მიხედვით მოთხოვნილია, რომ მოსამართლეები უცხოელების მონაწილეობით დანიშნოს.


მისი თქმით, ეს არის გაუგონარი თავხედობა.


„ამ თავხედობაზე იმედია რაიმე კომენტარს გააკეთებს პაველ ჰერჩინსკი. როგორ ბედავს საერთოდ ერთი ორგანიზაცია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს როლი შეითავსოს და საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვიტოს, რა არის კონსტიტუციური და რა - არა. რაში ერკვევიან? საქართველოს კონსტიტუციაში ერკვევიან? მოსამართლეები არიან თუ ვინ არიან, რომ საკუთარ თავს ამის უფლებას აძლევენ. ერთი რამე აინტერესებს ქართველ ხალხს, ბატონი ჰერჩინსკი გამოვა მთავარმართებლის პოზით და დაიწყებს ჭკუის სწავლებას ქართველი ხალხისა, თუ ერთხელ და სამუდამოდ გაემიჯნება ძალადობას, გაემიჯნება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას და ამ საკითხებს ახსნის, თუ რა ნიშნავს ეს, რომ გვინაცვლებენ საკონსტიტუციო სასამართლოს და თავად გვეუბნებიან, რა არის კონსტიტუციური და რა არ არის.


როგორ უბედავენ ქართველ ხალხს, რომ უცხოელებმა უნდა დაუნიშნონ მოსამართლეები?! ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი სუვერენიტეტის. ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის შეურაცხყოფა, ეს არის 9 აპრილის მსხვერპლთა შეურაცხყოფა, როდესაც უცხოელი მოდის და გეუბნება, რომ მან უნდა დაგინიშნოს მოსამართლეები. ეს არის ზუსტად ვასალური დამოკიდებულება სხვა ქვეყნებს მიმართ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


ევროკომისიამ გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიში მოამზადა, რომელშიც საქართველოსგან კვლავ მოითხოვს, რომ სასამართლოებში ე.წ. ვეტინგის სისტემა დაინერგოს.


კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს საერთო სასამართლოებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი უნდა დაინერგოს.

ევროკომისიის აზრით, კეთილსინდისიერების შემოწმებაში უცხოელი ექსპერტებიც უნდა მონაწილეობდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: პრემიერთან ინტერვიუს წამყვანი იყო საუკეთესო ვიზუალიზაცია იმისა, თუ რა ხდება ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობაში - საქართველო ევროკავშირს დიალოგისკენ მოუწოდებს, ევროკავშირი კი ბრალდებებით საუბრობს
შალვა პაპუაშვილი - რატომ არ მივიდა პაველ ჰერჩინსკი პრეზიდენტთან, რომ ეკითხა, თავდასხმის შემდეგ, რა ზიანი მიადგა სასახლეს? იმდენი კულტურა და შეგნება არ აქვს, რომ პრეზიდენტი მოიკითხოს - ჭკუის სწავლების ნაცვლად ისაუბროს, რატომ უჭერდა მხარს ძალადობას!
პროკურატურა კახა კალაძის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე - დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, გამოძიება არ დაიწყება
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან ნებისმიერი სახის თემაზე სასაუბროდ, ოღონდ მათ უნდა წარმოადგინონ სამართლებრივი არგუმენტები. ეს იქნება ჯანსაღი მიდგომა და ამ მიდგომის შემთხვევაში ვარწმუნებ ყველას, ჩვენსა და ევროკავშირს შორის დამატებითი ბარიერები არ იარსებებს და დავუბრუნდებით ნორმალურ პროცესს
ევროკომისიის მორიგი დეზინფორმაცია - გაფართოების ანგარიშში საქართველოსთან დიალოგის შეჩერებაში კვლავ პრემიერ-მინისტრია დადანაშაულებული, როცა სინამდვილეში საქართველოსთან დიალოგი ევროკავშირის ინიციატივით 2024 წლის ივნისში შეჩერდა
არქივი