თამარ ჩიბურდანიძე: ის, რაც გუშინ, Euronews-ის ღონისძიებაზე ვიხილეთ იყო შოუ - ირაკლი კობახიძე იყო სამიზნე, რომელზეც შტურმი ხორციელდებოდა, მაგრამ, პრემიერის მისი პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე, ევრობიუროკრატებმა მათთვის სასურველი შედეგის ნაცვლად, უკუშედეგი მიიღეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 04 ნოემბერი 2026, 19:03

პარტია “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე Euronews- ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინტერვიუს მედიასთან აფასებს და აღნიშნავს, რომ პრემიერის თამამმა განცხადებებმა და ევროპელი ბიუროკრატების მიმართ კრიტიკამ ბევრ სახელმწიფოს მისცა მაგალითი, რომ ბრიუსელს ხმამაღლა ესაუბრონ და არ მიიღონ ევრობიუროკრატების ისეთი მითითებები, რაც მათი ქვეყნის ინტერესს ეწინააღმდეგება.


„საქართველო რომ ფლაგმანია თანამედროვე უსამართლო ევროპული პოლიტიკის წინააღმდეგ, გუშინ, „ევრონიუსის“ ორგანიზებით, ბრიუსელში, ევროკავშირის გაფართოების სამიტზე, კარგად გამოჩნდა.


დარწმუნებული ვარ, პრემიერის გუშინდელმა ინტერვიუმ საკმაოდ გაათამამა ის სახელმწიფოები და მათი მმართველები, რომლებიც ევროპას სიმართლის თქმას ვერ უბედავენ, მით უმეტეს, ასეთი დიდი დოზით და ასე პირდაპირ.


პატარა სახელმწიფოს პრემიერმა თამამი და პირდაპირი განცხადებებით ევროპის ამჟამინდელი პოლიტიკის მხილებით ბევრ სახელმწიფოს (რომელიც ჯერ კიდევ ფეხს ითრევს) ერთგვარი მაგალითიც კი მისცა და სითამამე შეჰმატა, ხმამაღლა ესაუბრონ ოფიციალურ ბრიუსელს მათი სახელმწიფოებისთვის მიუღებელ სხვადასხვა საკითხზე.


პრემიერი იყო საოცრად გამბედავი და პოლიტიკურ ჭრილში მისი ყველა სიტყვა იყო სიმართლე, გაჯერებული ძლიერი მესიჯებით, რომლებიც მიმართული იყო როგორც ევრობიუროკრატებისკენ, ასევე საქართველოში მათ მიერ მართული ოპოზიციისკენ. ასევე, ქართველი ხალხისკენაც, რომელთაც სიმართლის მოსმენა სწორედ ბრიუსელის მაღალი ტრიბუნიდან სურდათ.


რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვებს, შემიძლია გითხრათ, რომ ჟურნალისტიკას აქვს თავისი ეთიკა და წესები. ეთიკა, როგორც პირადი მოწესრიგებით, ანუ დრესკოდით, ასევე საუბრის მანერით, რესპონდენტთან დამოკიდებულებით და დიპლომატიით, რომელიც ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია.


გუშინდელ ინტერვიუში ხარვეზი იყო ყველაფერში - Euronews-ის ჟურნალისტი ყველა სტანდარტიდან იყო ამოვარდნილი.


მან ჟურნალისტიკის ყველა წესი დაარღვია: ეთიკა, დიპლომატია, პოლიტიკური განსწავლულობა - ის, რაც მედიის წარმომადგენელს აუცილებლად სჭირდება და ინტერვიუერს საერთოდ არ ეტყობოდა. ტერმინებიც კი ვერ მოიყვანა სწორად. როგორც ჩანს, მას ეს ტექსტი და კითხვების ჩამონათვალი წინასწარ დაუწერეს.


რაც ყველაზე მთავარია, ამ ინტერვიუს დროს ნათლად ჩანდა მისი მხრიდან წამოსული აგრესია, ეს კი კატეგორიულად მიუღებელია და ჟურნალისტური ეთიკის ყველა სტანდარტს ეწინააღმდეგება.

პრემიერმა ყველა კითხვას ღირსეული პასუხი გასცა და სათანადოდ შეაფასა სიტუაცია. ალბათ, ცალკე აღნიშვნის ღირსია ირაკლი კობახიძის პასუხი საქართველოში რადიკალური ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, სადაც პრემიერმა პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველომ პარტიების აკრძალვის მაგალითი ევროპიდან აიღო.


ის, რაც გუშინ ჩვენ ამ ინტერვიუს სახით ვიხილეთ, იყო შოუ. ინტერვიუს ფორმატს თუ შევაფასებთ, Euronews-ის ჟურნალისტი მარია ტადეო არ იყო მედიის წარმომადგენელი და არც პრემიერი იყო რესპონდენტი. ირაკლი კობახიძე იყო სამიზნე, რომელზეც შტურმი მიიტანეს, მაგრამ, გამომდინარე პრემიერის განათლების დიაპაზონიდან და მისი პოლიტიკური კულტურიდან (რაც მის პასუხებში კარგად ჩანდა), ევრობიუროკრატებმა მათთვის სასურველი შედეგის ნაცვლად უკუშედეგი მიიღეს“, - აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: ქართველი აკაცუკის გარდა, ყველას ჰყოფნის გონიერება, დაინახოს ომის რეალური ფასი და ის დამანგრეველი შედეგები, რაც მას მოაქვს. მხოლოდ ქართველ აკაცუკებს აქვთ ომის სურვილი და ამის დასტურია მათი არაერთხელ ნათქვამი სიტყვები: „დიახ, ომი გვინდა!“
თამარ ჩიბურდანიძე: გარდატეხა მსოფლიოში უკვე მოხდა - თუ ამერიკას სურს, მსოფლიო პოლიტიკაში დომინირება გააგრძელოს, მაშინ ის ვეღარ გამოიყენებს ფსევდოლიბერალიზმს პოლიტიკურ იარაღად ისე ხისტად, როგორც აქამდე იყენებდა
ბაჩო ოდიშარია „ევრონიუსის“ ორგანიზებულ გაფართოების სამიტში პრემიერის მონაწილეობაზე: რა აღტყინებაც ვიხილეთ ოპოზიციურად განწყობილი მიკროსოციუმის მხრიდან, ეს იყო აქცენტის გადატანა იქიდან, რომ საერთაშორისო პლატფორმაზე „ქართული ოცნებისადმი“ სრული ლეგიტიმაცია არსებობს
დავით ქართველიშვილი Euronews-ის ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ირაკლი კობახიძის ინტერვიუს შესახებ: საერთაშორისო პლატფორმის პოლიტიკურ უპირატესობის დემონსტრირების საშუალებად გადაქცევა, სადაც ერთ მონაწილეს გამოცდას აბარებინებენ, მეორეს კი მოსამართლის როლს აკისრებენ, თანასწორი დიალოგის საჯარო დამოძღვრით ჩანაცვლებაა
ნიკოლოზ სამხარაძე ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე: ამ ანგარიშს ვერ მივიღებთ, როგორც რეალისტურ ან მიუკერძოებელ ანგარიშს იქიდან გამომდინარე, რომ ევროკომისიას წარმოდგენა არ აქვს, რას აკეთებს ქართული სახელმწიფო და რა რეფორმები გაატარეს კონკრეტულმა უწყებებმა იმისთვის, რომ დაახლოებოდნენ ევროკავშირს
არქივი