საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და ძალაში რჩება კომისიის შეფასება, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ფორმალურადაა, - ნათქვამია ევროკომისიის პრესრელიზში, რომელიც 2026 წლის გაფართოების პაკეტის წარდგენასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.
„საქართველო კვლავ ვერ აკმაყოფილებს კომისიის რეკომენდაციებით განსაზღვრულ ცხრა ნაბიჯს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ვინაიდან მმართველმა პარტიამ განაგრძო დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობის, ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო სივრცის შელახვა, პარალელურად კი ხელს უწყობს სახელმწიფოს მიტაცების გაღრმავებას. სანამ საქართველოს ხელისუფლება კურსს არ შეიცვლის და კვლავ ერთგული არ გახდება ევროკავშირში გაწევრიანების ფუნდამენტური პრინციპების, ქვეყანა კვლავაც ვერ ისარგებლებს კანდიდატის სტატუსისა და გაწევრიანების პროცესის მოტანილი სიკეთეებით. ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე როგორც ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი, უცვლელი რჩება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |