კაია კალასი: ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 04 ნოემბერი 2026, 19:58

ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია, - განაცხადა პრესკონფერენციაზე საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა.


კალასის თქმით, გაწევრების ტემპს კვლავ განსაზღვრავს აუცილებელი რეფორმების განხორციელება.


„ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პროცესი დე ფაქტო - შეჩერებულია. გაწევრების ტემპს კვლავ განსაზღვრავს აუცილებელი რეფორმების განხორციელება, ასევე კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვა. მთავარი საკითხი ის არის, რომ დისკუსია ეხებოდა იმ მინისტრებისთვის სანქციების დაწესებას, რომლებმაც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა გამოიყენეს. გუშინ არსებული მდგომარეობით, ამ საკითხზე ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა ჯერ კიდევ არ არსებობდა. ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ამის წინააღმდეგი იყო. რა თქმა უნდა, ამ საკითხზე დისკუსიები გრძელდება და იანვარში მას ძალიან სიღრმისეულად განვიხილავთ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ისეთი პასუხი შევიმუშაოთ, რომელიც მკაფიოდ აჩვენებს, რომ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხსა და მის მისწრაფებებს და ზურგს არ ვაქცევთ იმ ქართველებს, რომლებსაც ნამდვილად სურთ ევროკავშირის წევრობა“, - აღნიშნა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეთრი სახლი სოციალურ ქსელში აქვეყნებს დონალდ ტრამპის ფოტოს წარწერით – „ტრამპი კვლავ თქვენი პრეზიდენტია“
საქართველოს საგარეო უწყება - შემაშფოთებელია, რომ ფაქტობრივი უზუსტობებით და მცდარი შეფასებებით ევროკომისიის ანგარიში ხელს უწყობს ანტიქართული ნარატივების გამყარებას, რაც ამცირებს დიალოგის სივრცეს
მარტა კოსი: ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ კურსი უნდა შეცვალოს
გიორგი კახიანი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი დემოკრატიისთვის დამაზიანებელი ვერ იქნება - ეს კონსტიტუციით გაწერილი პროცესია
ევროკომისია: საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და ძალაში რჩება კომისიის შეფასება, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ფორმალურადაა
არქივი