თამარ ჩიბურდანიძე: გარდატეხა მსოფლიოში უკვე მოხდა - თუ ამერიკას სურს, მსოფლიო პოლიტიკაში დომინირება გააგრძელოს, მაშინ ის ვეღარ გამოიყენებს ფსევდოლიბერალიზმს პოლიტიკურ იარაღად ისე ხისტად, როგორც აქამდე იყენებდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 04 ნოემბერი 2026, 20:03

„ორგანიზაცია „ანტიფა“ და „ვოუქიზმი“, რომლებიც დასავლური ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ნაწილია და აფროამერიკული წარმოშობის მოძრაობის წევრები ჰყავს, ჩრდილოვანმა მმართველებმა - დემოკრატებმა - ევროპასა და ამერიკაში არჩევნების მოსაგებად გამოიყენეს,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.

მისი თქმით, ევროპაში მიმდინარე ქუჩის აქციები მმართველი ბიუროკრატების მიერ არის მოწყობილი და პროვოცირებული, თუმცა გარკვეულ დროს მათ მართვის სადავეები გაექცათ.

ჩიბურდანიძის განმარტებით, ლიბერალები მსოფლიოს მმართველ იდეოლოგიურ ძალად ვეღარ დაბრუნდებიან, რადგან დღეს მსოფლიოს აღარ ჰყავს ერთი წამყვანი, ლიდერი სახელმწიფო. ექსპერტის განცხადებით, მსოფლიოს მეორე ძლიერ სახელმწიფოს ჩინეთს და სამხრეთ-აღმოსავლეთის ხაზს, ძლიერი არაბული სახელმწიფოებით, აქვთ თავიანთი იდეოლოგია, რომელიც რელიგიის დონემდეა დასული.

„ორგანიზაცია „ანტიფა“ და „ვოუქიზმი“, რომლებიც დასავლური ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ნაწილია და აფროამერიკული წარმოშობის მოძრაობის წევრები ჰყავს, ჩრდილოვანმა მმართველებმა - დემოკრატებმა - ევროპასა და ამერიკაში არჩევნების მოსაგებად გამოიყენეს.

დღეს ბევრი სვამს კითხვას: დაბრუნდებიან თუ არა ლიბერალები მსოფლიოს მმართველ იდეოლოგიურ ძალად? ვფიქრობ, რომ არა. დღეს მსოფლიოს აღარ ჰყავს ერთი წამყვანი, ლიდერი სახელმწიფო. მეორე ძლიერი სახელმწიფო არის ჩინეთი და მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთის ხაზი, ძლიერი არაბული სახელმწიფოებით.

პოლიტიკურად სახელმწიფოს აღზევება, იმავდროულად, მისი იდეოლოგიის აღზევებაც არის. სამხრეთ-აღმოსავლეთის ვექტორმა პოლიტიკაში შემოიტანა აღმოსავლეთისა და სამხრეთის კონსერვატიზმი, რომელიც რელიგიის დონეზე ასული კონსერვატიზმია.

თუ ამერიკას სურს, როგორც ლიდერმა სახელმწიფომ, მსოფლიო პოლიტიკაში დომინირება გააგრძელოს, მაშინ ის ვეღარ გამოიყენებს ფსევდოლიბერალიზმს პოლიტიკურ იარაღად ისე ხისტად, როგორც აქამდე იყენებდა.

არ არის გამორიცხული, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ რუსეთმაც თქვას თავისი სიტყვა.

ის, რაც დღეს ევროპაში ხდება, არის იდეოლოგიური ომი. ევროპაში მიმდინარე ქუჩის აქციები მმართველი ბიუროკრატების მიერ არის მოწყობილი და პროვოცირებული, თუმცა მათ მართვის სადავეები გაექცათ.

ევროპულ სახელმწიფოებში მომძლავრებულია მემარჯვენე ოპოზიცია. მოსახლეობის ქუჩაში გამოსაყვანად მათ გამოიყენეს სოციალური პოლიტიკა, რაც ნამდვილად პრობლემაა დღეს ევროპაში.

გარდატეხა მსოფლიოში უკვე მოხდა. რა ძალაუფლებაც ჰქონდათ ლიბერალებსა და ჩრდილოვან მმართველებს, იმის უკან დაბრუნება შეუძლებელია.

გარკვეულ ძალაუფლებას ისინი შეინარჩუნებენ, რაც შეძლეს კიდეც ამერიკაში და გარკვეულ დონეზე, ამას შეძლებენ ევროპაშიც“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: ქართველი აკაცუკის გარდა, ყველას ჰყოფნის გონიერება, დაინახოს ომის რეალური ფასი და ის დამანგრეველი შედეგები, რაც მას მოაქვს. მხოლოდ ქართველ აკაცუკებს აქვთ ომის სურვილი და ამის დასტურია მათი არაერთხელ ნათქვამი სიტყვები: „დიახ, ომი გვინდა!“
ბაჩო ოდიშარია „ევრონიუსის“ ორგანიზებულ გაფართოების სამიტში პრემიერის მონაწილეობაზე: რა აღტყინებაც ვიხილეთ ოპოზიციურად განწყობილი მიკროსოციუმის მხრიდან, ეს იყო აქცენტის გადატანა იქიდან, რომ საერთაშორისო პლატფორმაზე „ქართული ოცნებისადმი“ სრული ლეგიტიმაცია არსებობს
თამარ ჩიბურდანიძე: ის, რაც გუშინ, Euronews-ის ღონისძიებაზე ვიხილეთ იყო შოუ - ირაკლი კობახიძე იყო სამიზნე, რომელზეც შტურმი ხორციელდებოდა, მაგრამ, პრემიერის მისი პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე, ევრობიუროკრატებმა მათთვის სასურველი შედეგის ნაცვლად, უკუშედეგი მიიღეს
დავით ქართველიშვილი Euronews-ის ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ირაკლი კობახიძის ინტერვიუს შესახებ: საერთაშორისო პლატფორმის პოლიტიკურ უპირატესობის დემონსტრირების საშუალებად გადაქცევა, სადაც ერთ მონაწილეს გამოცდას აბარებინებენ, მეორეს კი მოსამართლის როლს აკისრებენ, თანასწორი დიალოგის საჯარო დამოძღვრით ჩანაცვლებაა
ნიკოლოზ სამხარაძე ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე: ამ ანგარიშს ვერ მივიღებთ, როგორც რეალისტურ ან მიუკერძოებელ ანგარიშს იქიდან გამომდინარე, რომ ევროკომისიას წარმოდგენა არ აქვს, რას აკეთებს ქართული სახელმწიფო და რა რეფორმები გაატარეს კონკრეტულმა უწყებებმა იმისთვის, რომ დაახლოებოდნენ ევროკავშირს
არქივი