ირაკლი კობახიძე: Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 04 ნოემბერი 2026, 23:11

Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Cipriani Batumi-ს პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა „ორბი ჯგუფს“ და „ბლოკ ჯგუფს“ და აღნიშნა, რომ ეს ორი კომპანია ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

„ეს არის 43-სართულიანი კომპლექსი და მის არქიტექტურაზე მსოფლიოში აღიარებულმა ბრიტანულმა სტუდიამ, WilkinsonEyre-მა იზრუნა, რაც არის იმის გარანტია, რომ სათანადო გემოვნებით, ძალიან მაღალი და დახვეწილი გემოვნებით განხორციელდება პროექტი. მე მინდა, მადლობა გადავუხადო „ორბი ჯგუფს“ და „ბლოკ ჯგუფს“, რომლებიც არიან პროექტის სულისჩამდგმელები. „ორბი ჯგუფი“ მსოფლიოს 22 ქვეყანაშია წარმოდგენილი, ხოლო „ბლოკ ჯგუფი“ აქტიურად საქმიანობს როგორც საქართველოში, ისე ლათინურ ამერიკაში. კომპანიებს ჯამში, 5 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვთ განხორციელებული და 15 000-მდე ადამიანი ჰყავთ დასაქმებული. „ორბი ჯგუფს“ ეკუთვნის ბათუმში შექმნილი მსოფლიოში უდიდესი, 11 800-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი Orbi City. ამ ორი კომპანიის პარტნიორობით ხორციელდება ასევე თბილისში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, მოიცავს დედაქალაქში მიმდინარე 550 მილიონი დოლარის ინვესტიციით - Central Park Towers, სადაც თავს 15 წამყვანი მსოფლიო ბრენდი მოიყრის. ეს პროექტები თავისთავად მეტყველებს ამ ორი კომპანიის მასშტაბზე და კიდევ ერთხელ მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ისინი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

ასევე, Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის.

მინდა, კიდევ ერთხელ მივესალმო ამ ღონისძიების საპატიო სტუმარს - რონალდინიოს. მოხარული ვარ, რომ ის სიმბოლურად არის პირველი შემძენი საკუთრების ამ ახალ პროექტში და იმედს ვიტოვებ, ამის შემდეგ ის კიდევ უფრო ხშირად ესტუმრება ჩვენს ქვეყანას და ამ ულამაზეს ქალაქს, ბათუმს. ყველას მადლობას გიხდით, ამ პროექტის სულისჩამდგმელებს, Cipriani-ს, „ორბი ჯგუფს“, „ბლოკ ჯგუფს“, დიზაინერებს, არქიტექტორებს, ამ ძალიან დახვეწილი პროექტის შემუშავებისთვის და მინდა, ყველას წარმატებები გისურვოთ“, - აღნიშნა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვოლოდიმირ ზელენსკი – მოლაპარაკებები სწრაფი ტემპით უნდა გაგრძელდეს, რათა ეს ომი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს, უკრაინა მზად არის, გადადგას აუცილებელი ნაბიჯები
საფრანგეთის შს მინისტრი აცხადებს, რომ საფრანგეთში 5 ნოემბრის მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს წესრიგს 70 ათასი სამართალდამცველი დაიცავს
ლევან მახაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: დასანანია, რომ პოლიტიკური დიალოგის არარსებობის პირობებში, ეს რჩება ცალმხრივ დოკუმენტად, ამიტომ არის აუცილებელი დიალოგი. ელჩის მხრიდან ითქვა და გამოჩნდა კიდეც, საიდან მიდის ინფორმაციები - ეს არის NGO-ების ანგარიშები
მარტა კოსის პასუხი პოლონელი ​ევროდეპუტატის, კშიშტოფ ​ბრეიზას კითხვაზე, რატომ არ ასანქცირებენ ივანიშვილს, კობახიძეს, პაპუაშვილს – „ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა არ არის თანახმა“
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების და იძულების ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
არქივი