ლევან მახაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: დასანანია, რომ პოლიტიკური დიალოგის არარსებობის პირობებში, ეს რჩება ცალმხრივ დოკუმენტად, ამიტომ არის აუცილებელი დიალოგი. ელჩის მხრიდან ითქვა და გამოჩნდა კიდეც, საიდან მიდის ინფორმაციები - ეს არის NGO-ების ანგარიშები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 ნოემბერი 2026, 00:07

დასანანია, რომ პოლიტიკური დიალოგის არარსებობის პირობებში, ეს რჩება ცალმხრივ დოკუმენტად, ამიტომ არის აუცილებელი დიალოგი, - განაცხადა გადაცემაში "იმედი Live" ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას.

მისივე თქმით, საზოგადოებამ უცვლელი ბრალდებების კორიანტელი და სამართლებრივი პროცესების ზედმეტად პოლიტიზებული შეფასებები მოისმინა.

"სინამდვილეში ამ "ლამაზი" სიტყვების უკან იმალება, ერთი მხრივ, არაკომპეტენტურობა, მეორე მხრივ, ის ვიწრო პოლიტიკური ინტერესი, რაც საქართველოს მიმართ არის.

მეთოდოლოგიურად ძალიან მარტივად არის საქმე. ეს არის ცალმხრივად შედგენილი დოკუმენტი. საზოგადოებამ რომ იცოდეს, როგორ ხდება ამ დოკუმენტის მომზადება ყველა კანდიდატ ქვეყანაზე. სანამ ევროკავშირი გაყინავდა ურთიერთობას, მთელი წლის განმავლობაში, 20-25 შეხვედრა ტარდებოდა შესაბამის სამინისტროებთან, დეპარტამენტებთან, სამმართველოებთან, იმართებოდა დისკუსიები, კონფერენციები, ჩავდიოდით ყველა დეტალსა და სიღრმისეულ ანალიზში. 2 წელია გაყინულია ეს ურთიერთობები და ამიტომაც არის, რომ არანაირი სიახლე ამ დოკუმენტში არ არის. ჩვენი მოწოდებაც სწორედ ეს არის, აუცილებელია დიალოგი იმისთვის, რომ ეს კი არ დარჩეს მხოლოდ ბრიუსელის დოკუმენტად, არამედ ობიექტური დოკუმენტი იყოს.

ელჩის მხრიდან ითქვა კიდეც და გამოჩნდა, საიდან მიდის ინფორმაციები, გარდა თავად ევროკავშირის საელჩოსი. ეს არის NGO-ების ანგარიშები. როცა არაერთხელ ჩაეკითხნენ, მან [პაველ ჰერჩინსკი] თქვა, რომ აქვთ ურთიერთობა NGO-ებთან, არის ანგარიშები. ყველაფერი გასაგებია, ვისგანაც მიდის ინფორმაცია. დასანანია, რომ პოლიტიკური დიალოგის არარსებობის პირობებში, ეს რჩება ცალმხრივ დოკუმენტად, ამიტომ არის აუცილებელი დიალოგი. ერთადერთი ჩვენ რასაც ვითხოვთ არის ობიექტურობა და სამართლიანი შეფასება საქართველოს მიღწევებისაც და გამოწვევებისაც", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვოლოდიმირ ზელენსკი – მოლაპარაკებები სწრაფი ტემპით უნდა გაგრძელდეს, რათა ეს ომი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს, უკრაინა მზად არის, გადადგას აუცილებელი ნაბიჯები
საფრანგეთის შს მინისტრი აცხადებს, რომ საფრანგეთში 5 ნოემბრის მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს წესრიგს 70 ათასი სამართალდამცველი დაიცავს
მარტა კოსის პასუხი პოლონელი ​ევროდეპუტატის, კშიშტოფ ​ბრეიზას კითხვაზე, რატომ არ ასანქცირებენ ივანიშვილს, კობახიძეს, პაპუაშვილს – „ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა არ არის თანახმა“
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების და იძულების ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რონალდინიო ბათუმს სტუმრობს
არქივი