გიორგი კახიანი ევროკომისიის ანგარიშზე: ეს არის ცალმხრივად მომზადებული ანგარიში და შესაბამისად, არის სუბიექტური, უსამართლო და პოლიტიკურ შეფასებებს უფრო ეფუძნება, ვიდრე სინამდვილეში არსებულ მოცემულობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 ნოემბერი 2026, 09:30

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაფართოების შესახებ ევროკომისიის გაფართოების 2026 წლის ანგარიშს აფასებს. ის დოკუმენტს სუბიექტურსა და უსამართლოს უწოდებს.

„ერთი მხრივ ევროკომისიის სტრუქტურები და მეორე მხრივ, საქართველოს მხარეც უნდა მონაწილეობდეს და აქამდე გაკეთებული ანგარიშები სწორად ასეთი იყო. ეს არის ცალმხრივად მომზადებული ანგარიში და შესაბამისად, არის სუბიექტური, უსამართლო და პოლიტიკურ შეფასებებს უფრო ეფუძნება, ვიდრე სინამდვილეში არსებულ მოცემულობას”, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ევროკომისიის მიერ მომზადებულ, 2026 წლის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. „შემაშფოთებელია, რომ ფაქტობრივი უზუსტობებით და მცდარი შეფასებებით ევროკომისიის ანგარიში ხელს უწყობს ანტიქართული ნარატივების გამყარებას, რაც თავის მხრივ ამცირებს საქართველოსთან ევროკავშირის კონსტრუქციული ჩართულობისა და დიალოგის სივრცეს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს საგარეო უწყება ასევე, აცხადებს, რომ „მიუხედავად იმისა, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით მეტწილად ტენდენციური შეფასებების გასაჟღერებლად და პოლიტიკური სპეკულაციების გასამტკიცებლად არის გამოყენებული, ქართული მხარე დეტალურად შეისწავლის ევროკომისიის ანგარიშს და დასაბუთებულ კომენტარებს წარუდგენს ევროკომისიას“.

ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ადამიანები „თვითნებურად დაკავებულებად“ არიან მოხსენიებული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკრაინამ რუსეთის რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით დაბომბა
ვოლოდიმირ ზელენსკი – მოლაპარაკებები სწრაფი ტემპით უნდა გაგრძელდეს, რათა ეს ომი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს, უკრაინა მზად არის, გადადგას აუცილებელი ნაბიჯები
საფრანგეთის შს მინისტრი აცხადებს, რომ საფრანგეთში 5 ნოემბრის მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს წესრიგს 70 ათასი სამართალდამცველი დაიცავს
ლევან მახაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: დასანანია, რომ პოლიტიკური დიალოგის არარსებობის პირობებში, ეს რჩება ცალმხრივ დოკუმენტად, ამიტომ არის აუცილებელი დიალოგი. ელჩის მხრიდან ითქვა და გამოჩნდა კიდეც, საიდან მიდის ინფორმაციები - ეს არის NGO-ების ანგარიშები
მარტა კოსის პასუხი პოლონელი ​ევროდეპუტატის, კშიშტოფ ​ბრეიზას კითხვაზე, რატომ არ ასანქცირებენ ივანიშვილს, კობახიძეს, პაპუაშვილს – „ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა არ არის თანახმა“
არქივი