ეკა სეფაშვილი: ევროკავშირი დღესდღეობით იმყოფება ძალიან ღრმა ღირებულებით კრიზისში. თუ არ მოახერხა მან ამ კრიზისის გადალახვა, მის არსებობასაც საფრთხე შეექმნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 ნოემბერი 2026, 18:27

ევროკავშირი დღესდღეობით იმყოფება ძალიან ღრმა ღირებულებით კრიზისში. თუ არ მოახერხა მან ამ კრიზისის გადალახვა, მის არსებობასაც შეექმნება საფრთხე, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა.

მისივე თქმით, ევროპის ქალაქებში აქციები ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რადგან იმ ქვეყნების მოსახლეობას არ მოსწონს ბრიუსელის მიერ წარმოებული პოლიტიკა, ან ბრიუსელის მიერ წარმოებული პოლიტიკის შედეგად გაჩენილი საკითხების მიმართ აქვთ პრობლემა.

„ღირებულებითი აცდენა მარტო საქართველოს პრობლემა კი არ არის, ევროკავშირის თვითონ წევრი ქვეყნების პრობლემაც არის და ევროკავშირი დღესდღეობით იმყოფება ძალიან ღრმა ღირებულებით კრიზისში. თუ არ მოახერხა მან ამ კრიზისის გადალახვა, მის არსებობასაც შეექმნება საფრთხე, რადგან ძალიან ბევრი პოლიტიკოსი უკვე ღიად საუბრობს ევროკავშირის მოდიფიცირებაზე, საუბრობს იმაზე, რომ ეს უნდა იყოს ევროპული ქვეყნების სუვერენული კავშირი. ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად ბრიტანეთი გამოვიდა და ეს კავშირი დატოვა. ისლანდიამ უარი განაცხადა წევრობის მოლაპარაკების გაგრძელებაზე. ასე, რომ ფუძემდებლური ღირებულებები თუ არ დაიბრუნა, პრაქტიკული თვალსაზრისით და არა მხოლოდ დეკლარირებულად და ორმაგი სტანდარტებისთვის გამოსაყენებლად, ევროკავშირს სერიოზული პრობლემები კიდევ ელოდება მომავალში ამ მიმართულებით და ღირებულებების უგულებელყოფით თუ გააგრძელებს თავის არსებობას“, - განაცხადა სეფაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-9 ნოემბერს ამინდი გაუარესდება
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც, ოვალურ კაბინეტს ეროვნულ ძეგლად აცხადებს და მომავალ პრეზიდენტებს იქ გარკვეული ცვლილებების განხორციელებას უკრძალავს
ბექა ძამაშვილი – ბოლო 15 წლის განმავლობაში ევროპულ სასამართლოში არსებული საჩივრების რაოდენობა 93%-ით არის შემცირებული, ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს ევროპის 29, მათ შორის ევროკავშირის 19 სახელმწიფოს
ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენს შეხვდა
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ხან ჭენგს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა
არქივი