თბილისის მერია - არანაირ კანონდარღვევას ცხოველთა მიმართ არ აქვს და არც ექნება ადგილი. სამარხები, რომელთა უკანონოდ გადათხრა და ლეშის ამოყრა მოხდა, ეკუთვნის შპს „ჰერმესს“ და განკუთვნილია სწორედ ცხოველთა ლეშის დასამარხად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 ნოემბერი 2026, 21:44

დახოცილი პატრონიანი და მიუსაფარი ცხოველების. დღისით ხდება მათი შეკრება და ღამის საათებში დამარხვა.

ყველა პროცედურა არის საჯარო და დევს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ვებგვერდზე. აღნიშნულ სამარხებში იმ ცხოველთა ლეშიცაა, რომლებიც იმავე ე.წ. ცხოველთა დამცველებმა გორის თავშესაფრიდან წამოიყვანეს, ნაწილი დაიხოცა და შემდეგ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიმართეს დასამარხად. რაც შეეხება ე.წ. სქრინს, რომელსაც საგულდაგულოდ ავრცელებენ იმის დასტურად, თითქოს სააგენტო ნამდვილად ხოცავს ცხოველებს, არის მორიგი ტყუილი და ცილისწამება. ერთადერთი, რის შემცირებასაც მონიტორინგი მუდმივად ახორციელებს, მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციაა და იგი ხორციელდება სტერილიზაციის გზით. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ აღნიშნული საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება. ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილი, ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს თანამშრომლებს, აბულინგებს მათ, თხრის სამარხებს, საფრთხის ქვეშ აყენებს, როგორც მიუსაფარ ცხოველებს, ისე თბილისის მოსახლეობას, აუცილებლად მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ვიცე-პრემიერად რუსი მაღალჩინოსანი დანიშნეს
თამარ ბაგრატიონი წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრს, სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდივანს, არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალეჰერს შეხვდა
ეკა სეფაშვილი: ევროკავშირი დღესდღეობით იმყოფება ძალიან ღრმა ღირებულებით კრიზისში. თუ არ მოახერხა მან ამ კრიზისის გადალახვა, მის არსებობასაც საფრთხე შეექმნება
ეკა სეფაშვილი: დიალოგის დაწყებას რად უნდა ულტიმატუმების წამოყენება?! დიალოგის სივრცე ჩაკეტეს, რადგან ოფიციალურ დონეზე საქართველოს მიერ გაჟღერებული სწორი, სამართლიანი არგუმენტების მოსმენა არ სურთ, თორემ ევროინტეგრაცია რომ მიმდინარეობს საქართველოში, ეს გადასარევად იციან
ევროპის სხვადასხვა ავიაკომპანიამ ხუთშაბათს დილით ბომბის შესახებ მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო
არქივი