კალიფორნიის გუბერნატორი აცხადებს, რომ შტატში ყველა, 548 სიკვდილმისჯილ პატიმარს შეიწყალებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 06 ნოემბერი 2026, 01:01

კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი აცხადებს, რომ შტატში ყველა, 548 სიკვდილმისჯილ პატიმარს შეიწყალებს. ამის შესახებ ნიუსომმა საჯაროდ გამოქვეყნებულ წერილში განაცხადა.

„საჯარო თანამდებობაზე თითქმის 30-წლიანი მუშაობის შემდეგ, მივხვდი, თუ რა საზღვრები აქვს მთავრობის სამართლიან მიღწევებს. ამ ქმედებას იმიტომ ვდგამ, მტკიცედ მწამს, რომ სახელმწიფოს მიერ სანქცირებული მკვლელობა შეუთავსებელია კალიფორნიის ღირებულებებთან“,- წერს ის წერილში.

ნიუსომმა თავისი გადაწყვეტილება რთულ, მაგრამ „სამართლიან ქმედებად“ შეაფასა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კალიფორნიელი მიიჩნევს, რომ სასტიკი დანაშაულის ჩამდენი პირები სიკვდილს იმსახურებენ, თავად ფიქრობს, რომ „სახელმწიფოს მორალურად არ შეუძლია მათი მოკვლა“.

კალიფორნიის გუბერნატორი ასევე მიიჩნევს, რომ სამუდამო პატიმრობა ყველაზე მკაცრი სასჯელია, რომელიც სახელმწიფოს შეუძლია პატიმარს დააკისროს.

„როგორც გუბერნატორი, მხოლოდ მე ვარ პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილებასა და მის შედეგებზე, ისევე როგორც მხოლოდ მე ვიღებდი პასუხისმგებლობას თითოეულ სიკვდილით დასჯაზე“, – განაცხადა ნიუსომმა.

„როიტერის“ ცნობით, კალიფორნიაში პატიმარი სიკვდილით ბოლოს 2006 წელს დასაჯეს, როდესაც შტატის გუბერნატორი რესპუბლიკელი არნოლდ შვარცენეგერი იყო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თბილისის მერია - არანაირ კანონდარღვევას ცხოველთა მიმართ არ აქვს და არც ექნება ადგილი. სამარხები, რომელთა უკანონოდ გადათხრა და ლეშის ამოყრა მოხდა, ეკუთვნის შპს „ჰერმესს“ და განკუთვნილია სწორედ ცხოველთა ლეშის დასამარხად
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ვიცე-პრემიერად რუსი მაღალჩინოსანი დანიშნეს
თამარ ბაგრატიონი წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრს, სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდივანს, არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალეჰერს შეხვდა
ეკა სეფაშვილი: ევროკავშირი დღესდღეობით იმყოფება ძალიან ღრმა ღირებულებით კრიზისში. თუ არ მოახერხა მან ამ კრიზისის გადალახვა, მის არსებობასაც საფრთხე შეექმნება
ეკა სეფაშვილი: დიალოგის დაწყებას რად უნდა ულტიმატუმების წამოყენება?! დიალოგის სივრცე ჩაკეტეს, რადგან ოფიციალურ დონეზე საქართველოს მიერ გაჟღერებული სწორი, სამართლიანი არგუმენტების მოსმენა არ სურთ, თორემ ევროინტეგრაცია რომ მიმდინარეობს საქართველოში, ეს გადასარევად იციან
არქივი