პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია ორი პირი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 06 ნოემბერი 2026, 10:20

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი მათ შორის: „მეთადონი“, „ალფა-პვპ“ და „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“. პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ სააკაშვილი – 2007 წლის ნოემბერში საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადე, რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“, მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და მთლიანობაში სწორად ვმოქმედებდით
კახა კალაძე – ნახეთ ევროპის ქვეყნების მაგალითები, როცა „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ, როგორ მოქმედებდა პოლიცია, ჩვენთან პირიქით, კონკრეტული ელჩები არათუ გმობდნენ ძალადობას, ახალისებდნენ
კახა კალაძე: საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
არჩილ გორდულაძე: ნაცისტური პარტია, რომელსაც ადამიანების წინააღმდეგ არაერთი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, ზუსტად იგივე აქვს გაკეთებული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა პარტიას. მათ ამომრჩევლებსაც მოვუწოდებდით, კარგად დაფიქრდნენ
კახა კალაძე ევროკომისიის ანგარიშში „თვითნებურად დაკავებულების“ ფორმულირების გამოყენებასთან დაკავშირებით: მათ კარგად იციან, თუ რა დანაშაული აქვთ ჩადენილი ამ ადამიანებს
არქივი