დავით ქართველიშვილი: დღევანდელი საერთაშორისო ვითარება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, მხოლოდ სატრანზიტო დერეფნის ფუნქციით არ შემოიფარგლოს და სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ლოჯისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 06 ნოემბერი 2026, 11:12

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის, ჰან ჭენგის, სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ჩვეულებრივი დიპლომატიური ღონისძიება არ არის - მით უმეტეს, ბრიუსელიდან ქვეყნისთვის მავნებელი, უსარგებლო, სახიფათო და შეურაცხმყოფელი დემარშის ფონზე,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება, თურქეთთან და აზერბაიჯანთან სტრატეგიული კავშირების განმტკიცება, ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარება და ანაკლიის პორტის განვითარება საქართველოს გრძელვადიანი ინტერესების ნაწილია.

ექსპერტის განცხადებით, დღეს არსებული საერთაშორისო ვითარება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, მხოლოდ სატრანზიტო დერეფნის ფუნქციით არ შემოიფარგლოს და სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ლოჯისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბდეს.

„პროლოგი გუშინ მანქანაში, რადიოში ვუსმენდი გიგი გიგიაძეს (ერთად იწერება), რომელიც თავის „ზაგრანიჩნი“ კურატორებთან უნისონში ამტკიცებდა: „ქვეყნის 80% მხარს უჭერს აქ შემოსული თანხების გაუმჭვირვალედ შემოდინებას და მოზარდების ღია დაშვებას ლგბტ-ფასეულობებთან, ამიტომ ევროინტეგრაციის შეჩერება არის ეროვნული ტრაგედია“.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის, ჰან ჭენგის, სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ჩვეულებრივი დიპლომატიური ღონისძიება არ არის - მით უმეტეს, ბრიუსელიდან ქვეყნისთვის მავნებელი, უსარგებლო, სახიფათო და შეურაცხმყოფელი დემარშის ფონზე.

ჩინეთისთვის საქართველო პარტნიორი სახელმწიფოა, „შუა დერეფნის“ მნიშვნელოვანი რგოლი, რომელიც აზიას ევროპასთან ცენტრალური აზიის, კასპიის ზღვისა და სამხრეთ კავკასიის გავლით აკავშირებს.

შავი ზღვის პორტები, სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურა, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პერსპექტივა, ჩვენს ქვეყანას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სტრატეგიულ სატრანსპორტო კვანძად აქცევს.

ამ რანგის ვიზიტი ადასტურებს, რომ საქართველო ჩინეთის ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ინტერესებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

ამ დიპლომატიურ გააქტიურებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს რეგიონული კონტექსტიც. კვირას, 8 ნოემბერს, აზერბაიჯანს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც ეწვევა. მისი ვიზიტი თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო პერიოდში წარმოქმნილი უთანხმოების ფონზე იმართება. თუმცა, ახლა ნამდვილად არ არის რეგიონული წყენისა და დაპირისპირების გაღრმავების დრო. ერდოღანის განცხადებით, ვერანაირი დაბრკოლება ვერ დააზიანებს ორ ქვეყანას შორის ძმურ ურთიერთობებს. ბაქოში ვიზიტი კი ამ პოლიტიკური გზავნილის პრაქტიკული დადასტურების შესაძლებლობაა. სამხრეთ კავკასიის სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება დიდწილად სწორედ რეგიონული პარტნიორების ურთიერთგაგებაზეა დამოკიდებული.

ფაქტობრივად, ერთ კვირაში რეგიონში ორი მნიშვნელოვანი დიპლომატიური მოვლენა ვითარდება: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში იმყოფება, თურქეთის პრეზიდენტი კი აზერბაიჯანს ეწვევა. ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს სამხრეთ კავკასიის მზარდ მნიშვნელობას გლობალური სავაჭრო და სატრანსპორტო მარშრუტების გადანაწილების პროცესში.

საქართველოსთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რადგან „შუა დერეფნის“ ფუნქციონირება და განვითარება სწორედ ჩვენს სატრანსპორტო და საპორტო ინფრასტრუქტურაზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული. ახლა მთავარი ამოცანაა, საქართველომ ეს გეოგრაფიული უპირატესობა რეალურ ეკონომიკურ სარგებლად აქციოს.

ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება, თურქეთთან და აზერბაიჯანთან სტრატეგიული კავშირების განმტკიცება, ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარება და ანაკლიის პორტის განვითარება ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესების ნაწილია.

დღევანდელი საერთაშორისო ვითარება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, მხოლოდ სატრანზიტო დერეფნის ფუნქციით არ შემოიფარგლოს და სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ლოჯისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბდეს.

ეპილოგი საქართველოს მოსახლეობის 80%-ის სახელით: რა გახდა, ბოლო-ბოლო, გიგი გიგიაძის (ერთად იწერება) და მისი „ზაგრანიჩნი“ კურატორების არითმეტიკის გადამოწმება - ვის რა ინტერესები ამოძრავებს ამ ღვთივკურთხეულ ჩვენს სამშობლოში...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: ქართველი აკაცუკის გარდა, ყველას ჰყოფნის გონიერება, დაინახოს ომის რეალური ფასი და ის დამანგრეველი შედეგები, რაც მას მოაქვს. მხოლოდ ქართველ აკაცუკებს აქვთ ომის სურვილი და ამის დასტურია მათი არაერთხელ ნათქვამი სიტყვები: „დიახ, ომი გვინდა!“
თამარ ჩიბურდანიძე: გარდატეხა მსოფლიოში უკვე მოხდა - თუ ამერიკას სურს, მსოფლიო პოლიტიკაში დომინირება გააგრძელოს, მაშინ ის ვეღარ გამოიყენებს ფსევდოლიბერალიზმს პოლიტიკურ იარაღად ისე ხისტად, როგორც აქამდე იყენებდა
ბაჩო ოდიშარია „ევრონიუსის“ ორგანიზებულ გაფართოების სამიტში პრემიერის მონაწილეობაზე: რა აღტყინებაც ვიხილეთ ოპოზიციურად განწყობილი მიკროსოციუმის მხრიდან, ეს იყო აქცენტის გადატანა იქიდან, რომ საერთაშორისო პლატფორმაზე „ქართული ოცნებისადმი“ სრული ლეგიტიმაცია არსებობს
თამარ ჩიბურდანიძე: ის, რაც გუშინ, Euronews-ის ღონისძიებაზე ვიხილეთ იყო შოუ - ირაკლი კობახიძე იყო სამიზნე, რომელზეც შტურმი ხორციელდებოდა, მაგრამ, პრემიერის მისი პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე, ევრობიუროკრატებმა მათთვის სასურველი შედეგის ნაცვლად, უკუშედეგი მიიღეს
დავით ქართველიშვილი Euronews-ის ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ირაკლი კობახიძის ინტერვიუს შესახებ: საერთაშორისო პლატფორმის პოლიტიკურ უპირატესობის დემონსტრირების საშუალებად გადაქცევა, სადაც ერთ მონაწილეს გამოცდას აბარებინებენ, მეორეს კი მოსამართლის როლს აკისრებენ, თანასწორი დიალოგის საჯარო დამოძღვრით ჩანაცვლებაა
არქივი