მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ამ რანგის სტუმარი საქართველოში პირველად იმყოფება ჩინეთიდან და რა თქმა უნდა, ეს საუკეთესო შესაძლებლობას მოგვცემს იმისათვის, რომ უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების დინამიკა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 06 ნოემბერი 2026, 16:57

„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ჩინეთსა და საქართველოს შორის ბოლო პერიოდში განვითარებული ურთიერთობები, სტრატეგიულ დონეზე ჩვენი ურთიერთობების აყვანა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან.

მინისტრის განცხადებით, ჩინეთიდან ამ რანგის სტუმრის საქართველოში ვიზიტი უმაღლეს დონეზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკის, არსებული შესაძლებლობებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივების განხილვის შესაძლებლობას იძლევა.

„აღსანიშნავია, რომ ამ რანგის სტუმარი საქართველოში პირველად იმყოფება ჩინეთიდან და რა თქმა უნდა, ეს საუკეთესო შესაძლებლობას მოგვცემს იმისათვის, რომ უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების დინამიკა, შესაძლებლობები, პოტენციალი, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, განსაკუთრებით, ეკონომიკური კუთხით ურთიერთობების განვითარებისთვის. ეს მნიშვნელოვანი იქნება არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე და გაღრმავებაზე სხვადასხვა მიმართულებით“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პრეზიდენტთან, ასევე დაგეგმილია შეხვედრა ბიზნესსაზოგადოებასთან.

„ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს პრეზიდენტთან, ასევე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ბიზნესსაზოგადოებასთან ერთად ვისაუბროთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, განვითარების შესაძლებლობებზე და ესეც საქართველოში უმაღლესი დონის ვიზიტის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-9 ნოემბერს ამინდი გაუარესდება
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც, ოვალურ კაბინეტს ეროვნულ ძეგლად აცხადებს და მომავალ პრეზიდენტებს იქ გარკვეული ცვლილებების განხორციელებას უკრძალავს
ბექა ძამაშვილი – ბოლო 15 წლის განმავლობაში ევროპულ სასამართლოში არსებული საჩივრების რაოდენობა 93%-ით არის შემცირებული, ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს ევროპის 29, მათ შორის ევროკავშირის 19 სახელმწიფოს
ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენს შეხვდა
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ხან ჭენგს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა
არქივი