გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-9 ნოემბერს ამინდი გაუარესდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 06 ნოემბერი 2026, 19:41

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში და გურიის რეგიონში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მაღალმთიან ზონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი და ნისლი.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დიდთოვლობის, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აჭარა-გურიის მდინარეებისა და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ ტერიტორიებზე ცალკეული ადგილების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე - საშუალო).

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც, ოვალურ კაბინეტს ეროვნულ ძეგლად აცხადებს და მომავალ პრეზიდენტებს იქ გარკვეული ცვლილებების განხორციელებას უკრძალავს
ბექა ძამაშვილი – ბოლო 15 წლის განმავლობაში ევროპულ სასამართლოში არსებული საჩივრების რაოდენობა 93%-ით არის შემცირებული, ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს ევროპის 29, მათ შორის ევროკავშირის 19 სახელმწიფოს
ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენს შეხვდა
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ხან ჭენგს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა
მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ამ რანგის სტუმარი საქართველოში პირველად იმყოფება ჩინეთიდან და რა თქმა უნდა, ეს საუკეთესო შესაძლებლობას მოგვცემს იმისათვის, რომ უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების დინამიკა
არქივი