მანამდე ჩვენს ქვეყანაში პატარ-პატარა, ლოკალური, ბევრი 7 და 8 ნოემბერი იყო - სისასტიკის დემონსტრირება, რომელმაც თავი მოიყარა 7 ნოემბერს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 ნოემბერი 2026, 20:53

სწორედ 7 და 8 ნოემბრის ავტორებს აქვთ დღეს ყველაზე დიდი პრეტენზია და ამბიცია დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ.

ანანიძის თქმით, ესეც არის ერთ-ერთი მოტივი იმისთვის, რომ მოქალაქეებს, ქართველ ხალხს ესაუბრონ და გაახსენონ რა ტიპის მმართველობის ფილოსოფიასთან ჰქონდათ საქმე.

„ვიდრე 7 და 8 ნოემბერი დადგებოდა, მანამდე ჩვენს ქვეყანაში პატარ-პატარა, ლოკალური, ბევრი 7 და 8 ნოემბერი იყო. ციხის ბუნტი, ბიზნესმენების დაკავება შუა ღამისას მცირეწლოვანების თანდასწრებით, ამ სისასტიკის დემონსტრირება, რომელმაც თავი მოიყარა 7 ნოემბერს. გვახსოვს და ამაზე უნდა ვისაუბროთ ყოველთვის, აპრიორში. მით უფრო, რომ ვხედავთ, სწორედ 7 და 8 ნოემბრის ავტორებს აქვთ დღეს ყველაზე დიდი პრეტენზია და ამბიცია დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ესეც არის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მოტივი იმისთვის, რომ მოქალაქეებს, ქართველ ხალხს ვესაუბროთ და გავახსენოთ რა ტიპის მმართველობის ფილოსოფიასთან გვქონდა საქმე.

რაც შეეხება ბათუმის მოვლენებს, 8 ნოემბერს, სამწუხაროდ საზოგადოებამ ბევრი რამ არ იცის, ვინაიდან 7 ნოემბერს თბილისის მასშტაბით გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და ღამით აცხადებენ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, მხოლოდ და მხოლოდ ბათუმისთვის. თბილისის გარდა ალტერნატიული საპროტესტო კერა არსად არსებობდა, ბათუმის ნაწილი იყო ერთადერთი. ეს იყო სისასტიკის დემონსტრირება და არა ძალაუფლების. კარდინალური განსხვავებაა. ხშირად ასე ამბობენ, რომ ეს იყო ერთგვარი ძალაუფლების დემონსტრირება, მაგრამ იდეაში სისასტიკის დემონსტრირება იყო. მათ შორის, 7 ნოემბერიც და 8 ნოემბერიც“, - აღნიშნა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: 9 აპრილს საქართველოს წინააღმდეგ გამოსული იყო საბჭოთა კავშირის ყველაზე სასტიკი სპეცრაზმი, 7 ნოემბერს კი, საკუთარი ხელისუფლება როცა ასე ექცეოდა საკუთარ ხალხს, მანდ გამოავლინა, რომ არ უყვარს საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ხალხი და სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება
დეკანოზი ალექსანდრე გალდავა 7 ნოემბერზე: ეს იყო საქართველოს დასჯა, 9 აპრილის შემდეგ პირველად ვნახე, რომ ასე სასტიკად, უმოწყალოდ შეეძლოთ ადამიანების ცემა
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
BBC: პოლიციის ცნობით, კრაკოვში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
მიხეილ სააკაშვილი – 2007 წლის ნოემბერში საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადე, რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“, მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და მთლიანობაში სწორად ვმოქმედებდით
არქივი