კრაკოვის მთავარ მოედანზე სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა - ბოლო მონაცემებით, ოთხი ქალი და ორი კაცი დაიღუპა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 ნოემბერი 2026, 23:18

პოლონეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ კრაკოვის მთავარ მოედანზე სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა - ბოლო მონაცემებით, ოთხი ქალი და ორი კაცი დაიღუპა. პოლიციამ ეჭვმიტანილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და დააკავა, - იუწყება Reuters-ი.

თავდასხმის შედეგად კიდევ 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი პოლიციელი, რომლებიც ეჭვმიტანილთან მომხდარი სროლის დროს დაიჭრნენ. ერთ-ერთი პოლიციელის მდგომარეობა მძიმეა. სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდამსხმელს სამხედრო სტილის ტანსაცმელი ეცვა და სამხედრო დანიშნულების იარაღი ჰქონდა.

კრაკოვის პოლიციამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ სავარაუდო თავდამსხმელი პოლონეთის 24 წლის მოქალაქეა. „ინციდენტის ერთადერთი ცნობილი ჩამდენი პოლიციის პატიმრობაში იმყოფება“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. სროლის მოტივზე სამართალდამცველებს ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

პოლიციის ცნობით, შეტყობინებების მიღება ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე დაიწყეს. ინფორმაცია ეხებოდა თავდამსხმელს, რომელმაც პოლონეთის სიდიდით მეორე ქალაქის, პოპულარული ტურისტული ცენტრის მთავარ მოედანზე ავტომობილიდან ცეცხლი გახსნა და ადამიანებს უმისამართოდ ესროდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბაჩო ოდიშარია ორგანიზაციაზე „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“: მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ძალიან იაფფასიანი ცირკი
საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალაქ კრაკოვში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო
ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი - „მამული, ენა, სარწმუნოება“, რაც არა მხოლოდ ჩვენი ეროვნული ცნობიერების საფუძველია, არამედ - მოქმედების გეგმა, რომელიც დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის დროს
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ ხიდაშელის & Co ანტი-ჩინური კამპანია საბოლოოდ ჩავარდ
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან დაკავშირებით ცალკეული პირებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული განცხადებები არ ასახავს ძეგლზე არსებულ რეალურ მდგომარეობას
არქივი