დონალდ ტუსკის განცხადებით, ქალაქ კრაკოვში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილის საცხოვრებელ სახლში ორი ქალისა და ერთი მამაკაცის ცხედრები იპოვეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 08 ნოემბერი 2026, 09:01

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ქალაქ კრაკოვში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილის საცხოვრებელ სახლში ორი ქალისა და ერთი მამაკაცის ცხედრები იპოვეს.

მისივე თქმით, თავდამსხმელის საცხოვრებლის დასათვალიერებლად დრონი გამოიყენეს.

როგორც ტუსკმა აღნიშნა, სახლში შესაძლოა დიდი რაოდენობით იარაღი იყოს.

„დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს, დამნაშავის საცხოვრებელ სახლში ორი ქალი და ერთი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ეს მართლაც მძიმე ტრაგედიაა. არსებობს ძლიერი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ისინი მისი ოჯახის უახლოესი წევრები იყვნენ“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

საცხოვრებელი კორპუსიდან, სადაც თავდამსხმელი ცხოვრობდა, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. შენობაში კონტრტერორისტული დანაყოფის თანამშრომლები შევიდნენ.

ცნობისთვის, პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მამაკაცმა ავტომობილიდან გამვლელების მიმართ ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად დაიღუპა ექვსი და დაშავდა 16 ადამიანი. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი 24 წლის პოლონეთის მოქალაქეა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი – სასტიკ მებრძოლ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნობა შევთავაზე, ვთხოვე, ასისტენტებად მახაჩევი, ნურმაგომედოვი, გეიჯი, კორმიე, ნუნესი და ჰარისონი წამოიყვანოს, რათა შეშლილი მემარცხენეებისგან დაგვიცვან
კრაკოვის მთავარ მოედანზე სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა - ბოლო მონაცემებით, ოთხი ქალი და ორი კაცი დაიღუპა
პარიზში და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა
პოლონური მედია: კრაკოვში სროლა პოლონეთის 25 წლის მოქალაქემ მოაწყო
სოზარ სუბარი: 9 აპრილს საქართველოს წინააღმდეგ გამოსული იყო საბჭოთა კავშირის ყველაზე სასტიკი სპეცრაზმი, 7 ნოემბერს კი, საკუთარი ხელისუფლება როცა ასე ექცეოდა საკუთარ ხალხს, მანდ გამოავლინა, რომ არ უყვარს საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ხალხი და სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება
არქივი