ჟენ ხუნგპინი - ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭო მრავალი წელია, აქტიურად მუშაობს ჩინეთისა და საქართველოს ბიზნესსაზოგადოებებს შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 08 ნოემბერი 2026, 10:27

ჩინეთის და საქართველოს გულწრფელი მეგობრობა ურთიერთნდობას ეფუძნება. როგორც ჩინეთის უმსხვილესი ეროვნული ორგანიზაცია ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სფეროში, ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭო მრავალი წელია, აქტიურად მუშაობს ჩინეთისა და საქართველოს ბიზნესსაზოგადოებებს შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის, - ამის შესახებ ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს თავმჯდომარე ჟენ ხუნგპინმა საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჟენ ხუნგპინმა ხაზი გაუსვა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ ისინი ერთობლივად უწყობენ ხელს ორი ქვეყნის კომპანიებს შორის კავშირების განმტკიცებას.

„ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო გამოფენაში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა უკვე ორი წელია, უზრუნველყოფს ქართველი მეწარმეების მონაწილეობას. გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს მსოფლიოში ცნობილი ღვინო და სხვა გამორჩეული, კონკურენტუნარიანი პროდუქტები. ამის შედეგად, კავკასიის უნიკალური გემო და ქართული პროდუქცია სულ უფრო მეტი ჩინელი მომხმარებლისთვის ხდება ცნობილი და საყვარელი. მჯერა, დღევანდელი შეხვედრა ჩვენი ქვეყნების კომპანიებს თანამშრომლობისთვის დამატებით შესაძლებლობებსა და ხელსაყრელ პირობებს შეუქმნის“, - განაცხადა ჟენ ხუნგპინმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ირანის მიერ ერთდროულად სამი მიმართულებით განხორციელებულმა პოლიტიკურმა დარტყმამ - ისრაელისა და აშშ-ს შემდეგ - სომხეთში „ტრამპის დერეფანსაც" თბილისში „ბუშის ქუჩის" მნიშვნელობა შესძინა
საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
არჩილ გორდულაძე: ცდილობენ ფეხქვეშ გათელონ საქართველოს კონსტიტუცია, ამიტომაც, ჩვენი, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური გუნდის ვალია, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და არაკონსტიტუციური პარტიების სამართლებრივი შეფასება მოვითხოვოთ
საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა ხვალ განახლდება
ზაზა შათირიშვილი: ის, რაც საქართველოს მიმართ მათ დაუმსახურებლად დაიწყეს, თითქოს უკან დაუბრუნდათ, როგორც ბუმერანგი, სწორედ იმ ქვეყნებს, რომლებიც განსაკუთრებული ინიციატივით გამოირჩეოდნენ და მხარს უჭერდნენ ე.წ მოლოტოვის კოქტეილებს, ეს მოლოტოვის კოქტეილები საკუთარ სახლში მიიღეს
არქივი