1
08 ნოემბერი 2026, 11:44
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქალაქ ოშში პოლიციელის სახლი დაწვეს. ლორან ნუნიესის განცხადებით, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ დანაშაულებრივი ქმედება პოლიციელის პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელდა.
„ქალაქ ოშში პოლიციელის საცხოვრებელ სახლს განზრახ წაუკიდეს ცეცხლი, შენობა მთლიანად განადგურდა. დამნაშავეთა იდენტიფიცირებისა და მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, ყველა შესაძლო რესურსი იქნება გამოყენებული. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ შემზარავ ძალადობას, რომლის სამიზნეც სამართალდამცველები ხშირად ხდებიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყოველდღიურად საკუთარი თანამოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. მინდა, მათ ჩემი სრული მხარდაჭერა დავუდასტურო“, - წერს ლორან ნუნიესი.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |