მაკა ბოჭორიშვილი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 08 ნოემბერი 2026, 13:27

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი შეაჯამა და ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. შეხვედრები უმაღლეს დონეზე გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი ამ დონის ვიზიტი რეგიონში, რაც ასევე მნიშვნელოვანი გზავნილია, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს ჩინეთისთვის ჩვენს რეგიონში,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს, სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებსა და ბიზნესწრეებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„ვიზიტის მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ბიზნესწრეებთან შეხვედრა, ბიზნეს ფორუმი, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა ვიზიტის ფარგლებში გვესაუბრა პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხებზე და სხვადასხვა სექტორებში თანამშრომლობის გაძლიერებაზე, რაც მნიშვნელოვანია როგორც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად, ასევე რეგიონისთვის“, - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მიხეილ სააკაშვილი: ქართველებო, მინდა გკითხოთ: ერთი რამე მივითვისე? რამე წაგართვით? პირიქით, შემოგწირეთ მთელი ჩემი კეთილდღეობა
მიხეილ ყაველაშვილი – კრაკოვში შემზარავ თავდასხმას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა, თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, საქართველო ამ მძიმე წუთებში პოლონეთის გვერდით დგას
სოზარ სუბარი – ძალიან იმატებს აზიის როლი ვაჭრობაში, იგულისხმება არა მხოლოდ ჩინური ტვირთები, არამედ ცენტრალური აზია უზარმაზარი სიმდიდრეებით, ამ მხრივ საქართველო ერთ-ერთი მთავარი დამაკავშირებელია
არქივი