კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან დაკავშირებით ცალკეული პირებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული განცხადებები არ ასახავს ძეგლზე არსებულ რეალურ მდგომარეობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 08 ნოემბერი 2026, 17:01

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან დაკავშირებით ცალკეული პირებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული განცხადებები არ ასახავს ძეგლზე არსებულ რეალურ მდგომარეობას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, - ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტო აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია საკითხის ფაქტობრივი გარემოებებისგან მოწყვეტით წარმოჩენა.

„განხორციელებული გამაგრებითი და გადაუდებელი საკონსერვაციო ღონისძიებების შედეგად, დღეის მდგომარეობით, სპეციალისტების მიერ ვიზიტორთათვის უშუალო საფრთხის შემცველი გარემოებები გამოვლენილი არ არის.

ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უფლისციხე რთული ბუნებრივი გარემოს პირობებში არსებული უნიკალური კლდეში ნაკვეთი ძეგლია, რომლის დაცვა მუდმივ კვლევას, დაკვირვებასა და შესაბამის ჩარევებს საჭიროებს. სწორედ ამ მიზნით, წლების განმავლობაში მიმდინარეობს ძეგლის მდგომარეობის შესწავლა და მონიტორინგი. 2019 წლიდან დაიწყო ადგილობრივი ქვიშაქვისა და მასზე კლიმატური პირობების ზემოქმედების კვლევაც. სპეციალისტთა ჩართულობით განხორციელდა სამხრეთ-დასავლეთით არსებული კლდოვანი მასივის სკანირება, დაზიანებული უბნების გამოვლენა, გამაგრება და ანკერირება. არსებული ბუნებრივი გამოწვევების პარალელურად, ძეგლის მუდმივი შეფასება და შესაბამისი პრევენციული და საკონსერვაციო ღონისძიებების გატარების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების ობიექტური შეფასება უნდა ეფუძნებოდეს სპეციალისტების დასკვნებსა და ფაქტებს და არა დაუსაბუთებელ განცხადებებს", - აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია - ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე ჩინეთთან არ უნდა გვქონდეს სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ მათი ქვეყნის ლიდერები როგორც კი დასჭირდებათ, ერთმანეთს ასწრებენ
ირაკლი კირცხალია - სურვილი გვაქვს ერთი, ეს აგენტურა უნდა მოსცილდეს ქართულ პოლიტიკურ ველს
ნიკოლოზ სამხარაძე APEC-ის ლიდერთა შეხვედრაზე: ვფიქრობ, მთელი მსოფლიოს ყურადღება ამ სამიტზე იქნება მიპყრობილი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების რეგიონული სამიტია, არამედ იმის გამოც, რომ იქ იქნება ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები
არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: ოპოზიცია ელემენტარულ ტყუილებზე აგებს თავიანთ დაცვის პოზიციას. ფაქტებს ისინი ვერაფრით უპირისპირებენ, გარდა ტყუილების თქმისა
შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი რასაც ჩადის, არის ქართველი ხალხის უპატივცემულობა, არ იქნება სათანადო მოწვევა ბრიუსელიდან, არ იქნება ჩვენი მონაწილეობა შეხვედრებში
არქივი