ის, რაც საქართველოს მიმართ მათ დაუმსახურებლად დაიწყეს, თითქოს უკან დაუბრუნდათ, როგორც ბუმერანგი, სწორედ იმ ქვეყნებს, რომლებიც განსაკუთრებული ინიციატივით გამოირჩეოდნენ და მხარს უჭერდნენ ე.წ მოლოტოვის კოქტეილებს, ეს მოლოტოვის კოქტეილები საკუთარ სახლში მიიღეს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა.
ფილოსოფოსის თქმით, საქართველოს წარმოედგინა, რომ ქრისტიანული ღირებულებები და ევროპა ერთი სივრცეა, მაგრამ 35 წლის შემდეგ გამოჩნდა, რომ ევროსივრცე, ევროპული სოციალურ-პოლიტიკური, კულტურული სივრცე არის შინაგანად აშლილი.
„მე ძალიან კარგად მახსოვს 1991 წელი - პერიოდი, როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და მაშინ არანაირი პრობლემა არ არსებობდა ევროპულ ღირებულებებსა და ქართულ იდენტობას შორის. ჩვენ ასე წარმოგვედგინა, რომ ჩვენი ქრისტიანული ღირებულებები და ევროპა არის ერთი სივრცე, ერთი ქრონოტოპოსი, მაგრამ გავიდა 35 წელი და დღეს ვხედავთ, რომ თვითონ ევროსივრცე, ევროპული სოციალურ-პოლიტიკური, კულტურული სივრცე არის შინაგანად აშლილი. თვითონ ევროპული ქვეყნები, ცალკეული ევროპული ქვეყნები უპირისპირდებიან ბრიუსელის ბიუროკარტიას.
არის რაღაც მომენტი, როცა საჭიროა კათარზისი, როცა უნდა დაინახო რეალობა. ჩემი აზრით, 2028 წელი იქნება გარკვეული ტრიგერი, თუმცა მანამდე ბევრი რამ ისეთი ხდება, იმავე პარიზში, ვარშავაში - ის, რაც საქართველოს მიმართ მათ დაუმსახურებლად დაიწყეს, თითქოს უკან დაუბრუნდათ, როგორც ბუმერანგი სწორედ იმ ქვეყნებს, რომლებიც განსაკუთრებული ინიციატივით გამოირჩეოდნენ და მხარს უჭერდნენ ე.წ მოლოტოვის კოქტეილებს, ეს „მოლოტოვის კოქტეილები“ საკუთარ სახლში მიიღეს“, - განაცხადა შათირიშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |