დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იხუმრა, როდესაც თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა UFC-ის პრეზიდენტს, დანა უაითს შესთავაზა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 09 ნოემბერი 2026, 14:09

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იხუმრა, როდესაც თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა UFC-ს აღმასრულებელ დირექტორსა და პრეზიდენტს, დანა უაითს შესთავაზა.

„გეტყვით, რომ ვიხუმრე, მაგრამ დანას მოსწონს ეს იდეა. ის შესანიშნავია“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

მანამდე, ტრამპმა 7 ნოემბერს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა და სთხოვა, ასისტენტად მებრძოლები დაენიშნა.

„მოხარული ვარ, გაცნობოთ, დიად დანა უაითს, ძლიერ მებრძოლსა და მეომარს, შეერთებული შტატების პრესმდივნის თანამდებობა შევთავაზეთ. მოვითხოვე, მან მებრძოლები ასისტენტად წამოიყვანოს, მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაწილი ჩვენი ქვეყნიდან არ არიან, როგორებიც არიან: ისლამ მახაჩევი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ჯასტინ გეიჯი, დანიელ კორმიე, ამანდა ნუნიესი და კეილა ჰარისი. ეს ხალხი გვჭირდება შეშლილი მემარცხენეებისგან თავის დასაცავად. დანა შეუდარებელი პრესმდივანი იქნება. დანა, გთხოვ, დათანხმდი ამ სამუშაოს“, – დაწერა ტრამპმა.

ტრამპის პოსტიდან მალევე უაითმა „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტო, სადაც ის თეთრი სახლის ბრიფინგის ოთახში ტრიბუნის უკან დგას წარწერით „შემდეგ ეტაპზე გადავდივართ“. ამასთან, მან დაწერა, რომ ორშაბათს ტრამპთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი.

თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაგეგმილი შეხვედრა კვლავ ძალაშია, თუმცა პრესმდივნის თანამდებობას არ უკავშირდება.

„რა თქმა უნდა, ვიხუმრე. დანა მართლაც ჩამოდის, თუმცა სხვა მიზეზების გამო. როგორც ჩანს, ისედაც ვაშინგტონში უნდა ყოფილიყო, ამიტომ გამოივლის და შემხვდება“, – აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეით ზაქარიამ პოსტი თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე დღეში დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო ჩინეთის პირველი სტრატეგიული პარტნიორია ამიერკავკასიაში და ასევე პირველი ქვეყანაა ევრაზიაში, რომელთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა
საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მიხეილ სააკაშვილი: ქართველებო, მინდა გკითხოთ: ერთი რამე მივითვისე? რამე წაგართვით? პირიქით, შემოგწირეთ მთელი ჩემი კეთილდღეობა
მიხეილ ყაველაშვილი – კრაკოვში შემზარავ თავდასხმას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა, თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, საქართველო ამ მძიმე წუთებში პოლონეთის გვერდით დგას
არქივი