აშშ-ის საელჩო – სიამაყით ვავრცელებთ მარკო რუბიოს მტკიცე გზავნილს, რომ აშშ გაანეიტრალებს საფრთხეს, რომელსაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უქმნის ჩვენს ეროვნულ სუვერენიტეტს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 09 ნოემბერი 2026, 14:09

საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს 13 ივლისის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, შეერთებული შტატები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან მომავალ საფრთხეს გაანეიტრალებს.

როგორც საელჩო აღნიშნავს, აშშ პარტნიორების კოალიციას აშენებს, რათა ეს ფარსი დაასრულოს.

„სიამაყით ვავრცელებთ სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მტკიცე გზავნილს, რომ აშშ სისტემატურად გაანეიტრალებს საფრთხეს, რომელსაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) უქმნის ჩვენს ეროვნულ სუვერენიტეტს. ჩვენ ვაშენებთ პარტნიორების კოალიციას მსოფლიოს მასშტაბით, რათა დავასრულოთ ეს ფარსი“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, შეერთებული შტატების საელჩომ გააზიარა მარკო რუბიოს 13 ივლისის განცხადება, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ცდილობს ახალი გლობალური კანონმდებლობის „უპასუხისმგებლო არბიტრი“ გახდეს, რასაც აშშ აუცილებლად უპასუხებს.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ცდილობს, გახდეს ახალი გლობალური კანონმდებლობის უპასუხისმგებლო არბიტრი, რომელსაც ექნება უფლებამოსილება, სურვილისამებრ გაასამართლოს და დააკავოს ჩვენი მოქალაქეები და ეგზისტენციალურად დაემუქროს ამერიკის სუვერენიტეტს. ჩვენ ვასწავლით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ამერიკული მტკიცე გადაწყვეტილების სრულ მნიშვნელობას“, – განაცხადა რუბიომ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: საქართველოში არ და ვერ მოხერხდება ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიზირება - სწორედ ამას უზრუნველყოფს ქართველი ხალხი და მათ მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელსაც ჰყოფნის გონიერება და საქართველოს ინტერესებს დღემდე წარმატებით იცავს
არჩილ გორდულაძე: როდესაც მხარე საგამოძიებო კომისიაზე საუბრობდა, რომლის დასკვნაც ასობით გვერდისგან შედგება და რომელშიც განხილულია საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობები, საერთო სასამართლოების, ასევე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, ამ ყველაფერს ანა წითლიძე 80 % ტყუილს უწოდებს
არჩილ გორდულაძე: მოპასუხე მხარე ცდილობს, სასამართლო პროცესში დისონანსი შეიტანოს
ირაკლი კირცხალია - ევროკომისიის ანგარიშში რამდენიმე ფუნდამენტური პოლიტიკური შეკითხვაა, რომელთაც პირდაპირი პასუხი სჭირდება
ზურაბ ქადაგიძე: როდესაც ოთხი წლის განმავლობაში საერთაშორისო დონის რამდენიმე კილომეტრის მოწესრიგება ვერ ხერხდება, საზოგადოებაში სრულიად ლეგიტიმურად ჩნდება გონივრული ეჭვი - ხომ არ აქვს ადგილი სერიოზულ უპასუხისმგებლობას შესაბამისი უწყებების მხრიდან
არქივი