პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 09 ნოემბერი 2026, 14:23

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2026 წლის 1 ივნისს, სენაკის მუნიციპალიტეტში, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ბრალდებულმა თოფიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა მეგობარ ქალს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო) წარედგინა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: საქართველოში არ და ვერ მოხერხდება ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიზირება - სწორედ ამას უზრუნველყოფს ქართველი ხალხი და მათ მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელსაც ჰყოფნის გონიერება და საქართველოს ინტერესებს დღემდე წარმატებით იცავს
არჩილ გორდულაძე: როდესაც მხარე საგამოძიებო კომისიაზე საუბრობდა, რომლის დასკვნაც ასობით გვერდისგან შედგება და რომელშიც განხილულია საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობები, საერთო სასამართლოების, ასევე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, ამ ყველაფერს ანა წითლიძე 80 % ტყუილს უწოდებს
არჩილ გორდულაძე: მოპასუხე მხარე ცდილობს, სასამართლო პროცესში დისონანსი შეიტანოს
ირაკლი კირცხალია - ევროკომისიის ანგარიშში რამდენიმე ფუნდამენტური პოლიტიკური შეკითხვაა, რომელთაც პირდაპირი პასუხი სჭირდება
ზურაბ ქადაგიძე: როდესაც ოთხი წლის განმავლობაში საერთაშორისო დონის რამდენიმე კილომეტრის მოწესრიგება ვერ ხერხდება, საზოგადოებაში სრულიად ლეგიტიმურად ჩნდება გონივრული ეჭვი - ხომ არ აქვს ადგილი სერიოზულ უპასუხისმგებლობას შესაბამისი უწყებების მხრიდან
არქივი