ნიკოლოზ სამხარაძე APEC-ის ლიდერთა შეხვედრაზე: ვფიქრობ, მთელი მსოფლიოს ყურადღება ამ სამიტზე იქნება მიპყრობილი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების რეგიონული სამიტია, არამედ იმის გამოც, რომ იქ იქნება ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 09 ნოემბერი 2026, 20:37

ვფიქრობ, მთელი მსოფლიოს ყურადღება ამ სამიტზე იქნება მიპყრობილი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების რეგიონული სამიტია, არამედ იმის გამოც, რომ იქ იქნება ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთის წამყვან საერთაშორისო სატელევიზიო არხთან, CGTN -თან ინტერვიუში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ლიდერთა შეხვედრაზე საუბრისას, რომელსაც წელს ჩინეთი შენჟენში მასპინძლობს.

„ჩვენ ვიცით, რომ დაგეგმილია სამმხრივი შეხვედრა, რომელიც, იმედია, შეიძლება იქცეს კიდევ ერთ ნაბიჯად უკრაინაში ომის დასასრულებლად. საერთაშორისო საზოგადოების იმედები დიდწილად სწორედ ამ შეხვედრაზეა დამყარებული. ასე რომ, მოლოდინები დიდია. ვიცით, რომ ამ ტიპის საკითხების გადაჭრა მხოლოდ ერთი შეხვედრით ადვილი არ არის, მაგრამ, სულ მცირე, ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება გადადგმული ნაბიჯი სწორი მიმართულებით. და, რა თქმა უნდა, ჩინეთის პოზიციის გათვალისწინებით, ვიმედოვნებთ, რომ ჩინეთი ყოველთვის დაუჭერს მხარს არა მხოლოდ ამ კონფლიქტის, არამედ მსოფლიოს ყველა კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებას“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია - ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე ჩინეთთან არ უნდა გვქონდეს სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ მათი ქვეყნის ლიდერები როგორც კი დასჭირდებათ, ერთმანეთს ასწრებენ
ირაკლი კირცხალია - სურვილი გვაქვს ერთი, ეს აგენტურა უნდა მოსცილდეს ქართულ პოლიტიკურ ველს
არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: ოპოზიცია ელემენტარულ ტყუილებზე აგებს თავიანთ დაცვის პოზიციას. ფაქტებს ისინი ვერაფრით უპირისპირებენ, გარდა ტყუილების თქმისა
შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი რასაც ჩადის, არის ქართველი ხალხის უპატივცემულობა, არ იქნება სათანადო მოწვევა ბრიუსელიდან, არ იქნება ჩვენი მონაწილეობა შეხვედრებში
შალვა პაპუაშვილი – ვინც არ ნანობს, მას არც მიეტევება, სააკაშვილს 11 წლის მოხდა მოუწევს
არქივი