ირაკლი კირცხალია - ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე ჩინეთთან არ უნდა გვქონდეს სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ მათი ქვეყნის ლიდერები როგორც კი დასჭირდებათ, ერთმანეთს ასწრებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 09 ნოემბერი 2026, 21:30
ორმაგ სტანდარტზე რომ ვსაუბრობთ, ისინი ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ, თურმე ასეთ სახელმწიფოსთან არ უნდა გვქონდეს სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ მათი ქვეყნის ლიდერებს, როგორც კი დასჭირდებათ, ერთმანეთს ასწრებენ და რიგში დგანან ზოგჯერ წითელ ხალიჩაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მან ისაუბრა, თუ რატომ არ შეიმჩნია ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ოპოზიციამ. კირცხალია მიიჩნევს, რომ „მათ დავალება შეასრულეს“.

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აგენტურაზე, რა თქმა უნდა, ისინი ასრულებენ დავალებას და არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მათ ეს დავალება მოუვიდათ - არ შევიმჩნიოთ ყველაფერი ის, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მოქმედებდნენ და აკეთებდნენ ყოველთვის ისე, რომ როგორმე შეეწყოთ ხელი, თავიანთი პატრონების ჩართულობით, ყველა იმ პროცესისთვის ისე, რომელიც ჩვენს ქვეყანას პირველ რიგში, მოწყვლადს გახდიდა და შემდეგ მარტივი სამართავი და მარტივი ლუკმა გახდებოდა მათივე პატრონებისთვის“, - განაცხადა კირცხალიამ.

მან ასევე ისაუბრა, თუ რატომ მოსდის ევრობიუროკრატებისგან ოპოზიციას მსგავსი დავალებები.

"რატომ მოსდის ეს დავალებები მათ? - იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, რომ როდესაც შენ გყავს ასეთი პარტნიორი, მსოფლიოში მეორე ეკონომიკაა, მაგრამ ხშირად ბევრი რეალურად ექსპერტი არაერთი წელია უკვე საუბრობს, რომ შეიძლება ჩინეთი განვიხილოთ შეიძლება, მსოფლიოში მეორე ეკონომიკად მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე, მაგრამ ჩვენ რაც ოფიციალურად არის, ამ ვერსიას დავეყრდნოთ - კიდევ ერთხელ, ძალიან ბევრი ექსპერტი საუბრობს, რამდენად არის მეორე ეკონომიკა და რამდენად არ არის რეალურად პირველი ეკონომიკა.

ორმაგ სტანდარტზე რომ ვსაუბრობთ, ისინი ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ, თურმე ასეთ სახელმწიფოსთან არ უნდა გვქონდეს სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ მათი ქვეყნის ლიდერებს, როგორც კი დასჭირდებათ, ერთმანეთს ასწრებენ და რიგში დგანან ზოგჯერ წითელ ხალიჩაზე, ზოგჯერ ჩინეთში წითელ ხალიჩას არც უშლიან, რომ დადგნენ რიგში და როგორმე შეხვდნენ ამ უძლიერესი, ზესახელმწიფოს ლიდერებს. მათთვის ეს შეიძლება“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მისივე თქმით, თურმე ევრობიუროკრატებისთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული თანამშრომლობა და ჩვენ უფლება არ გვაქვს, არ უნდა ვთანამშრომლობდეთ ჩინეთთან, რაც უსტანდარტობის გამოძახილია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არჩილ გორდულაძე: ისეთი პარტიები, რომლებიც წესწყობილებას ამხობენ, ან მიზანი აქვთ, დაამხონ და ძალადობრივად შეცვალონ, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით მათი საქმიანობა დაუშვებლად არის მიჩნეული, ისევე როგორც საქართველოს კონსტიტუცია, დაუშვებლად მიიჩნევს ადამიანის წამებას
თორნიკე ჭეიშვილი: დამხობა თავისი არსით გულისხმობს შემთხვევას, როდესაც დემოკრატიული გზით მოსული ძალა ცდილობს, შეარყიოს კონსტიტუციური მოწყობის საფუძვლები. კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთ კომპონენტთან მაინც რომ მოდიოდეს წინააღმდეგობაში, რასაკვირველია უკვე უნდა შეფასდეს, როგორც დამხობის მცდელობა
გიორგი კახიანი: როდესაც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა ადამიანის უფლებებს სისტემურად და სისტემატურად არღვევს, ასეთი ქმედებებით ის კონსტიტუციურ წყობილებას ამხობს. ამ შემთხვევაში საუბარია იმდროინდელ მმართველ პარტიაზე - „ნაციონალურ მოძრაობაზე“
თორნიკე ჭეიშვილი: როცა საუბარია 2004-2012 წლებზე, მხედველობაშია მისაღები ის მმართველობითი მოდელი, რომელიც იყო მკაცრად ცენტრალიზებული. სისტემატურობა ამ საქმიანობის, რომელიც შესაბამის პირებს უკავშირდებოდა, გვაძლევს მოცემულობას, რომ ცალკე აღებული ინდივიდუალური სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ არის ადეკვატური შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაციისთვის
მაკა ბოჭორიშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმზე: მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს უსაფრთხოების გამოწვევებსა და რისკებთან გამკლავება და რომელმაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ომისა და კონფლიქტის უმძიმესი შედეგები საკუთარ თავზე გამოსცადა
არქივი