1
10 ნოემბერი 2026, 01:59
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ადგილობრივი დროით 20:00 საათზე სიჩუმის მარში დაიწყო. მსვლელობა 7 ნოემბერს მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი და პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი.
„დღეს საღამოს კრაკოვში ათასობით პოლონელი შეიკრიბა, რათა პატივი მიეგო 7 ნოემბრის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისთვის. მშვიდობით განისვენონ“, – დაწერა სოციალურ ქსელში დონალდ ტუსკმა.
ცნობისთვის, 7 ნოემბერს კრაკოვის ცენტრალურ მოედანზე სროლა მოხდა. თავდამსხმელი ქალაქის მთავარ მოედანზე ავტომობილით შევიდა და ცეცხლი გახსნა. შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. თავდამსხმელი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |