არჩილ გორდულაძე: საზოგადოებისთვის ფაქტებზე დაფუძნებული და სწორი ინფორმაციის მიწოდება ცენზურა და თავისუფალ მედიაზე თავდასხმა ყოფილა. სწორედ ასეთი ინტერპრეტაციის დამკვიდრებას ცდილობს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მისი პარტიული დანაყოფები და მათ უკან მდგომი ე.წ. ბიუროკრატიული წარმომადგენლები - სხვადასხვა სახელისა და გვარის მქონე უცხოელი თანამდებობის პირები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 10 ნოემბერი 2026, 12:56
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2025 წელს ჩვენმა გუნდმა დააინიციირა და პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მედიის მიერ საზოგადოებისათვის სამართლიანი, ფაქტებზე დაფუძნებული და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გორდულაძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები მედიას საზოგადოებისთვის სამართლიანი, ფაქტებზე დაფუძნებული და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას ავალდებულებს და ეს ვალდებულებები მედიას ჯერ კიდევ 17 წლის წინ ჰქონდა ნაკისრი, თუმცა მათი შეუსრულებლობის გამო საჭირო გახდა კანონმდებლობით განსაზღვრა.

მისივე შეფასებით, ოპოზიცია ცდილობს ფაქტები დაამახინჯოს და ფაქტზე დაფუძნებული სწორი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება ცენზურად და თავისუფალ მედიაზე თავდასხმად წარმოაჩინოს. 

„ეს ის ვალდებულებებია, რომლებიც მედიას ჯერ კიდევ 17 წლის წინ ჰქონდა ნაკისრი, თუმცა, ვინაიდან პარტიული დანაყოფები და მათთან დაკავშირებული მედიასაშუალებები ამ ვალდებულებებს არ ასრულებდნენ, მათი შესრულება უკვე კანონმდებლობით განისაზღვრა.

ამ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს გვესმის შეფასებები, თითქოს ეს მედიაზე ზეწოლა იყოს. თურმე საზოგადოებისთვის ფაქტებზე დაფუძნებული და სწორი ინფორმაციის მიწოდება ცენზურა და თავისუფალ მედიაზე თავდასხმა ყოფილა. სწორედ ასეთი ინტერპრეტაციის დამკვიდრებას ცდილობს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მისი პარტიული დანაყოფები და მათ უკან მდგომი ე.წ. ბიუროკრატიული წარმომადგენლები -  სხვადასხვა სახელისა და გვარის მქონე უცხოელი თანამდებობის პირები.
ფაქტი ერთია, ხოლო რეალობის სხვაგვარად წარმოჩენა - მეორე. ამას კი ისევ და ისევ ეს პოლიტიკური ძალები ცდილობენ. მათ, ფაქტობრივად, პარალელური სამყარო აქვთ შექმნილი, სადაც სალომე ზურაბიშვილი კვლავ პრეზიდენტია, სადაც მათ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ე.წ. ტექნიკური მთავრობა ჰყავთ ჩამოყალიბებული და სადაც, როგორც ჩანს, ურჩევნიათ, ჩვენს ქვეყანაში ბომბების წვიმა ცვიოდეს, მაშინ, როდესაც ქვეყანაში მშვიდობაა უზრუნველყოფილი. სწორედ ასეთ რეალობაში ცხოვრობენ და ცდილობენ, ეს წარმოსახვითი სამყარო საზოგადოებას არსებულ რეალობად შესთავაზონ.“ - განაცხადა გორდულაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არჩილ გორდულაძე: როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და პირდაპირ წამების თანაამსრულებელია, მისი მიერ გაკეთებული განცხადება ვერანაირად ვერ იქნება დანაშაულის ინდულგენცია მის მიმართ. იგივე არის პარტიების შემთხვევაშიც
დიმიტრი ხუნდაძე: ბიუჯეტი ბევრი სიკეთის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ, რამდენიმე ძირითადი აქცენტი მაინც გამოტოვებული გვაქვს - ესაა ტერიტორიული მთლიანობა და დემოგრაფიული კრიზისი
არჩილ გორდულაძე: პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები დღესაც ამბობენ, რომ ადამიანის წამება გამართლებული იყო, მათი მიზანი სახელმწიფო წყობილების ძალადობრივად დამხობაა
არჩილ გორდულაძე: როდესაც პარტიები დოკუმენტურად ადასტურებენ, რომ მათი მიზანია კოალიციური მთავრობის შექმნა, ამასთან, გამორიცხავენ ჩვენი პარტიის მიერ ფორმირებულ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მონაწილეობას, ეს ადასტურებს, რომ ისინი როგორც ერთიანი ორგანიზმი ისე მოქმედებდნენ
არჩილ გორდულაძე: თუ თითოეული პარტია ქმედითად არ გაემიჯნება ამ ყველაფერს და არ დააფიქსირებს პოზიციას, რომ 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები ირღვეოდა, ხოლო ამ ყველაფრის მიუხედავად, ასეთ პარტიასთან კოალიციას შექმნის, ამით პასუხისმგებლობას იღებს იმ ქმედებებზე, რომლებიც კონკრეტულ პარტიას-„ნაციონალურ მოძრაობას“, აქვს ჩადენილი
არქივი