თორნიკე ჭეიშვილი: სარჩელში წარმოდგენილ კონკრეტულ ბრალდებებს ოპოზიციამ ვერ დაუპირისპირა ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი. ეს ქმნის განცდას, რომ მათ სამართლებრივი არგუმენტები არ გააჩნიათ და სწორედ ამის გამო ცდილობენ პოლიტიკურ რეგისტრში გადაიყვანონ მიმდინარე მსჯელობა, რაც არ შეეფერება საკონსტიტუციო სამართალწარმოების სტანდარტს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 10 ნოემბერი 2026, 12:59

„ღიმილის მომგვრელია მსგავსი ტიპის განცხადებები და ეს პირდაპირ დემაგოგიაა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა ოპოზიციის იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი დემოკრატიის უკუსვლისკენ არის მიმართული.


ჭეიშვილის განცხადებით, ლაპარაკი იმაზე, რომ ეს არის იმგვარი შეზღუდვა, რომელიც არ შეიძლება არსებობდეს დემოკრატიულ წესწყობილებაში, წარმოაჩენს იმ მიდგომას, როდესაც ისინი ცდილობენ ამგვარი ტიპის იაფფასიანი მანევრებით და დემაგოგიით თავი დაიძვრინონ კონსტიტუციური მართლმსაჯულებისგან.


„ჩვენ რომ არ გავცეთ პასუხი, მათ განცხადებებს უშუალოდ საქართველოს კონსტიტუცია სცემს პასუხს, რადგან ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებისა და მისი აკრძალვის მექანიზმს იმ შემთხვევაში, როცა საქმე გვაქვს კონსტიტუციური წესრიგის საწინააღმდეგო მოქმედებებთან შესაბამისი პარტიათა ჯგუფის მხრიდან. ამიტომ იმაზე ლაპარაკი, რომ ეს არის იმგვარი შეზღუდვა, რაც არ შეიძლება არსებობდეს დემოკრატიულ წესწყობილებაში რა თქმა უნდა, არის ერთმნიშვნელოვნად არასერიოზული და წარმოაჩენს იმ მიდგომას, როდესაც ისინი ცდილობენ ამგვარი ტიპის იაფფასიანი მანევრებით და დემაგოგიით როგორღაც თავი დაიძვრინონ კონსტიტუციური მართლმსაჯულებისგან. აქამდე გამართულმა სასამართლო სხდომებმა დაგვანახვა, რომ ჩვენს სარჩელში წარმოდგენილ კონკრეტულ ფაქტებსა და ბრალდებებს მათ ვერ დაუპირისპირეს ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი. შესაბამისად, ეს იძლევა გარკვეულ განცდას და პროგნოზს გვაკეთებინებს იმასთან მიმართებით, რომ მათ უბრალოდ ამგვარი სამართლებრივი არგუმენტები არ გააჩნიათ და სწორედ ამის გამო ცდილობენ პოლიტიკურ რეგისტრში გადაიყვანონ თუნდაც სასამართლო სხდომის დარბაზში მიმდინარე მსჯელობა, რაც ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეეფერება საკონსტიტუციო სამართალწარმოების სტანდარტს“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: 2028 წელს გვექნება საპარლამენტო არჩევნები და როგორც იცით, ზოგადი საერთაშორისო სტანდარტია, რომ რაც შეიძლება დიდი ხნით ადრე ჩამოყალიბდეს ის სამართლებრივი ჩარჩო, რომლითაც შემდეგ პარტიები მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას
თორნიკე ჭეიშვილი: ის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მის ერთიან ორგანიზმში შემავალი ე.წ. პარტიები გამოირჩევიან კონსტიტუციური ორგანოების მიმართ არასერიოზული და დამაკნინებელი დამოკიდებულებით, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა საკონსტიტუციო სასამართლოს კონტექსტშიც
არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას
არჩილ გორდულაძე: საზოგადოებისთვის ფაქტებზე დაფუძნებული და სწორი ინფორმაციის მიწოდება ცენზურა და თავისუფალ მედიაზე თავდასხმა ყოფილა. სწორედ ასეთი ინტერპრეტაციის დამკვიდრებას ცდილობს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მისი პარტიული დანაყოფები და მათ უკან მდგომი ე.წ. ბიუროკრატიული წარმომადგენლები - სხვადასხვა სახელისა და გვარის მქონე უცხოელი თანამდებობის პირები
არჩილ გორდულაძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელს, ეს გახდება შესაძლებლობა ქართული დემოკრატიისათვის, რომ არა კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელი პარტიები იყვნენ ოპოზიციურ ველზე, არამედ ისეთი პარტიები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდობიანი და განვითარებული მომავალი
არქივი