2028 წელს გვექნება საპარლამენტო არჩევნები და როგორც იცით, ზოგადი საერთაშორისო სტანდარტია, რომ რაც შეიძლება დიდი ხნით ადრე ჩამოყალიბდეს ის სამართლებრივი ჩარჩო, რომლითაც შემდეგ პარტიები მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, - განუცხადა პრაღაში ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ მომზადდა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელმაც ოპოზიციაში უკვე გამოიწვია კრიტიკა.
„ყველა ცვლილება გარკვეულწილად, ტექნიკურია იმ მხრივ, რომ გამოცდილება დაგროვდა არჩევნების პერიოდში. მუდმივად ვაკვირდებით სხვა ქვეყნებში გამოცდილებასაც. ვუყურებთ, რა გამოცდილებაა სხვაგან, რომ ჩვენთანაც არჩევნები იყოს ეფექტიანი, პროცედურები კი მარტივი და გასაგები. სწორედ ამას ემსახურება საარჩევნო კოდექსში ცვლილებები. მიმდინარეობს განხილვები. იქნება პირველი, მეორე, მესამე მოსმენა. თვეზე მეტი დასჭირდება იმას, რომ მივიღოთ ეს ცვლილებები. ასე რომ, ყველას, ვისაც ინტერესი, ან რაიმე დამატებითი იდეა აქვს ცვლილებებთან დაკავშირებით, შეუძლია ჩაერთოს ამ ცვლილებებში.
გარდა ამისა, გვინდა, რომ ის იდეები, რომლებიც დაგროვდა, წელსვე ავსახოთ საარჩევნო კოდექსში. 2028 წელს გვექნება საპარლამენტო არჩევნები და როგორც იცით, ზოგადი საერთაშორისო სტანდარტია, რომ რაც შეიძლება დიდი ხნით ადრე ჩამოყალიბდეს ის სამართლებრივი ჩარჩო, რომლითაც შემდეგ პარტიები მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. მნიშვნელოვანია, ყველა გაეცნოს და იცოდეს, რა რეგულაციები იმოქმედებს 2028 წლის არჩევნებისთვის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |