არჩილ გორდულაძე: მოპასუხე მხარე ცდილობს, სასამართლო პროცესში დისონანსი შეიტანოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 10 ნოემბერი 2026, 14:17
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ მოპასუხე მხარე პროცესის მიმდინარეობის ხელოვნურად დაძაბვისა და დისონანსის შეტანის მცდელობაში დაადანაშაულა.

მისი განცხადებით, რვადღიანი სასამართლო პროცესიდან ხუთი დღე ერთი და იმავე ფაქტების უტრირებას, არასწორი ინფორმაციის გავრცელებასა და განმეორებით განცხადებებს დაეთმო.

მისივე თქმით, სასამართლო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ ეს მისთვის არახელსაყრელია და ახლა ყველანაირად ცდილობს, სასამართლო პროცესში დისონანსი შეიტანოს. 

„რვა დღის განმავლობაში ვაკვირდებოდით სასამართლო პროცესს. ამ რვა დღიდან ხუთი დღის განმავლობაში ერთი და იმავე ფაქტების უტრირებას, მათ შორის, არასწორი ინფორმაციის გავრცელებასა და ერთი და იმავე საკითხების გამეორებას ვისმენდით. თქვენც მიეცით ამასთან დაკავშირებით შენიშვნა, თუმცა ეს მაინც გაგრძელდა. ჩემი გადმოსახედიდან, სასამართლო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ ეს მისთვის არახელსაყრელია და ახლა ყველანაირად ცდილობს, სასამართლო პროცესში დისონანსი შეიტანოს. ეს არის ერთი საკითხი, რომლის დაფიქსირებაც აუცილებლად მინდოდა“ - განაცხადა გორდულაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლადო ბოჟაძე გვარამიას პარტიის წევრის განცხადებაზე: ასეთი განცხადებები და ქმედებები არღვევს საკონსტიტუციო წესრიგს. განცხადება რჩება განცხადებად და იმის მტკიცებულებად, რომ ასეთი პარტიები პოლიტიკურ სივრცეში არ უნდა არსებობდნენ
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან ნიკა გვარამია გააძევეს
არჩილ გორდულაძე: როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და პირდაპირ წამების თანაამსრულებელია, მისი მიერ გაკეთებული განცხადება ვერანაირად ვერ იქნება დანაშაულის ინდულგენცია მის მიმართ. იგივე არის პარტიების შემთხვევაშიც
დიმიტრი ხუნდაძე: ბიუჯეტი ბევრი სიკეთის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ, რამდენიმე ძირითადი აქცენტი მაინც გამოტოვებული გვაქვს - ესაა ტერიტორიული მთლიანობა და დემოგრაფიული კრიზისი
არჩილ გორდულაძე: პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები დღესაც ამბობენ, რომ ადამიანის წამება გამართლებული იყო, მათი მიზანი სახელმწიფო წყობილების ძალადობრივად დამხობაა
არქივი