არჩილ გორდულაძე: პარტია, რომელიც მწამებლურ სისტემას ქმნის, და ერთია წარსულში ჩადენილი ქმედებები და მეორე, როდესაც დღესაც საუბრობენ, რომ ასეთი ფაქტები ბუნებაში არ არსებობს, არ ემიჯნებიან ადამიანის უფლებების დარღვევებს, ქმნის იმის აღქმებს, რომ მომავალშიც იმავეს გააკეთებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 10 ნოემბერი 2026, 19:41

არასდროს მითქვამს, რომ სახელმწიფო უდრის რომელიმე პარტიას. სახელმწიფოსა და პარტიას შორის, რა თქმა უნდა, არის მტკიცე ხაზი“,- ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ მოსამართლის, ვასილ როინიშვილის კითხვას მისთვის „ქართული ოცნება“ უდრის თუ არა სახელმწიფოს.


გორდულაძის თქმით, საქართველოს კონსტიტუცია მიღებულია პარლამენტის მიერ, მაგრამ ამ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე პასუხისმგებლობას იღებს იმ პარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც მოამზადეს სამუშაო ვერსია, შემდეგ გამოიტანეს საყოველთაო განხილვაზე, გაითვალისწინეს შენიშვნები და საბოლოო ჯამში ამ პარტიის წარდგენისა და მხარდაჭერით მიიღო პარლამენტმა.


გორდულაძე მიიჩნევს, რომ პარტია, რომელიც არ ემიჯნება საკუთარ დანაშაულებს, ტოვებს იმის განცდას, რომ მომავალშიც იმავეს გააკეთებს.


„ჰიპოთეტური დაშვება რომ გავაკეთოთ, თუ X პარტია საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერს, რომ ადამიანის წამება დასაშვებია და ეს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი იქნება, ამ შემთხვევაში ვინც კი მხარს დაუჭერს ამ ჩანაწერს, ყველა დაარღვევს ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას. 1999 წლიდან დღევანდელ დღემდე დაახლოებით 300 სარჩელია წასული სტრასბურგის სასამართლოში, მათი 80%- დაახლოებით 227 საქმე, 2004-2012 წლებში ჩადენილ ქმედებებს მიემართება. სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არსებობს, სადაც დაფიქსირებულია სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის დარღვევები. საუბარია, რომ საკუთრების დაცვის უფლების რეალიზების უფლება არ არსებობდაო ამ ქვეყანაში, საუბარია ასევე, რომ სისტემური და სისტემატური იყო პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანების წამება, ამავდროულად, ერთ-ერთ საქმეში პირდაპირ მითითებულია, რომ ხელისუფლების შტოები, მათ შორის, პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ სასამართლოს განაჩენი არ აღსრულებულიყო და პასუხისმგებლობა არ დამდგარიყო. ერთ შემთხვევაში არავითარი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან არ არის, მთელ რიგ შემთხვევებში კონკრეტული ადამიანები რომლებიც ადამიანებს აწამებდნენ, [ყოფილი] პრეზიდენტის მიერ მათ აქვთ ღირსების ორდენები მიღებული. და ის ადამიანები, რომლებიც მსჯავრდებულები არიან უმძიმეს დანაშაულებში, როგორიც არის მაგალითად ადამიანების წამება, ადამიანების თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და პარტია, რომელიც ამ ქმედებებს არ ემიჯნება და სისტემას ქმნის, რომელიც არის მწამებლური სისტემა, რა თქმა უნდა პარტიას სრულად მიემართება ეს ჩადენილი ქმედებები.


ერთია წარსულში ჩადენილი ქმედებები და როდესაც დღესაც საუბრობენ რომ ასეთ ფაქტებს უბრალოდ ადგილი არ ჰქონია, არათუ ამბობენ, რომ კი იყო გადაცდომები, მაგრამ არა. როდესაც ამბობენ, რომ ასეთი ფაქტები ბუნებაში არ არსებობს, არ ემიჯნებიან ამ უფლებების დარღვევებს, ფაქტების წინააღმდეგ მიდიან და საუბრობენ, რომ თურმე პარალელური სამყარო არსებობს. ამ შემთხვევაში ჩვენი გადმოსახედიდან, ამ სისტემის შემქმნელი, ვინც არის პასუხისმგებელი ეს არის კონკრეტული პარტია და პარტია, როდესაც დღესაც არ ემიჯნება, ქმნის იმის აღქმებს, რომ მომავალშიც იმავეს გააკეთებს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არჩილ გორდულაძე: ისეთი პარტიები, რომლებიც წესწყობილებას ამხობენ, ან მიზანი აქვთ, დაამხონ და ძალადობრივად შეცვალონ, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით მათი საქმიანობა დაუშვებლად არის მიჩნეული, ისევე როგორც საქართველოს კონსტიტუცია, დაუშვებლად მიიჩნევს ადამიანის წამებას
თორნიკე ჭეიშვილი: დამხობა თავისი არსით გულისხმობს შემთხვევას, როდესაც დემოკრატიული გზით მოსული ძალა ცდილობს, შეარყიოს კონსტიტუციური მოწყობის საფუძვლები. კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთ კომპონენტთან მაინც რომ მოდიოდეს წინააღმდეგობაში, რასაკვირველია უკვე უნდა შეფასდეს, როგორც დამხობის მცდელობა
გიორგი კახიანი: როდესაც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა ადამიანის უფლებებს სისტემურად და სისტემატურად არღვევს, ასეთი ქმედებებით ის კონსტიტუციურ წყობილებას ამხობს. ამ შემთხვევაში საუბარია იმდროინდელ მმართველ პარტიაზე - „ნაციონალურ მოძრაობაზე“
თორნიკე ჭეიშვილი: როცა საუბარია 2004-2012 წლებზე, მხედველობაშია მისაღები ის მმართველობითი მოდელი, რომელიც იყო მკაცრად ცენტრალიზებული. სისტემატურობა ამ საქმიანობის, რომელიც შესაბამის პირებს უკავშირდებოდა, გვაძლევს მოცემულობას, რომ ცალკე აღებული ინდივიდუალური სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ არის ადეკვატური შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაციისთვის
მაკა ბოჭორიშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმზე: მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს უსაფრთხოების გამოწვევებსა და რისკებთან გამკლავება და რომელმაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ომისა და კონფლიქტის უმძიმესი შედეგები საკუთარ თავზე გამოსცადა
არქივი