თორნიკე ჭეიშვილი: დამხობა თავისი არსით გულისხმობს შემთხვევას, როდესაც დემოკრატიული გზით მოსული ძალა ცდილობს, შეარყიოს კონსტიტუციური მოწყობის საფუძვლები. კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთ კომპონენტთან მაინც რომ მოდიოდეს წინააღმდეგობაში, რასაკვირველია უკვე უნდა შეფასდეს, როგორც დამხობის მცდელობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 10 ნოემბერი 2026, 21:15

დამხობა თავისი არსით გულისხმობს მათ შორის, იმ შემთხვევას, როდესაც დემოკრატიული გზით მოსული სახელისუფლებო ძალა ცდილობს იმას, რომ შეარყიოს კონსტიტუციური მოწყობის საფუძვლები, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, მოსამართლე ევა გოცირიძის კითხვის საპასუხოდ, როდესაც მან ტერმინების „დამხობა“ და „ძალადობით შეცვლა“ განმარტება სთხოვა.


ჭეიშვილის თქმით, რაც შეეხება ძალადობით შეცვლას, მასში შესაძლოა ჩართული იყოს გარე აქტორიც, რომელიც ქვეყანაში ინტერვენციასა და არსებული კონსტიტუციური წესრიგის დამხობას ცდილობს.


„ის უპირისპირდება კონსტიტუციურ სამართლებრივ წესრიგს და ამის მაგალითია ის, რაზეც ვსაუბრობთ 2003 წლიდან მოყოლებული 2012 წლამდე კონტექსტში. კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთ კომპონენტთან მაინც რომ მოდიოდეს წინააღმდეგობაში, მაგალითად, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან და მათ შორის, იმ კომპონენტთან, რომელიც არის ადამიანის ძირითადი უფლებები, რასაკვირველია უკვე უნდა შეფასდეს, როგორც დამხობის მცდელობა და დამხობის მიზანი.


როდესაც საუბარია ძალადობით შეცვლაზე, ძალადობა ფართო გაგებით უნდა იქნას განმარტებული. ეს ფიზიკურ კონტექსტსაც ატარებს და სხვა მხრივ. ანუ ძალადობრივი ხასიათის ქმედებები შეიძლება იყოს გამორიცხული ამ ჩანაწერიდან გამომდინარე, არა მარტო ფიზიკურ ძალადობაზეა საუბარი და შეცვლა - აქ ის უნდა დავინახოთ, რომ არა საკუთრივ სახელისუფლებო ძალა, არამედ მათ შორის, გარე აქტორი ცდილობს ამაში ინტერვენციას და შესაბამისი კონსტიტუციური წესრიგის დამხობას“,-განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არჩილ გორდულაძე: ისეთი პარტიები, რომლებიც წესწყობილებას ამხობენ, ან მიზანი აქვთ, დაამხონ და ძალადობრივად შეცვალონ, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით მათი საქმიანობა დაუშვებლად არის მიჩნეული, ისევე როგორც საქართველოს კონსტიტუცია, დაუშვებლად მიიჩნევს ადამიანის წამებას
გიორგი კახიანი: როდესაც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა ადამიანის უფლებებს სისტემურად და სისტემატურად არღვევს, ასეთი ქმედებებით ის კონსტიტუციურ წყობილებას ამხობს. ამ შემთხვევაში საუბარია იმდროინდელ მმართველ პარტიაზე - „ნაციონალურ მოძრაობაზე“
თორნიკე ჭეიშვილი: როცა საუბარია 2004-2012 წლებზე, მხედველობაშია მისაღები ის მმართველობითი მოდელი, რომელიც იყო მკაცრად ცენტრალიზებული. სისტემატურობა ამ საქმიანობის, რომელიც შესაბამის პირებს უკავშირდებოდა, გვაძლევს მოცემულობას, რომ ცალკე აღებული ინდივიდუალური სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ არის ადეკვატური შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაციისთვის
მაკა ბოჭორიშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმზე: მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს უსაფრთხოების გამოწვევებსა და რისკებთან გამკლავება და რომელმაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ომისა და კონფლიქტის უმძიმესი შედეგები საკუთარ თავზე გამოსცადა
არჩილ გორდულაძე: პარტია, რომელიც მწამებლურ სისტემას ქმნის, და ერთია წარსულში ჩადენილი ქმედებები და მეორე, როდესაც დღესაც საუბრობენ, რომ ასეთი ფაქტები ბუნებაში არ არსებობს, არ ემიჯნებიან ადამიანის უფლებების დარღვევებს, ქმნის იმის აღქმებს, რომ მომავალშიც იმავეს გააკეთებს
არქივი