გია აბაშიძე: დასანანი და შემაშფოთებელია, როდესაც მიტროპოლიტი იობი ამბიონს პოლიტიკური განცხადებების პლატფორმად იყენებს. ამბიონი არ უნდა იქცეს ხელისუფლების შეცვლის მოწოდებების, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ეკლესიის შიგნით დაპირისპირების ინსტრუმენტად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 11 ნოემბერი 2026, 12:10

დასანანი და შემაშფოთებელია, როდესაც მიტროპოლიტი იობი ამბიონს პოლიტიკური განცხადებების პლატფორმად იყენებს. ხელისუფლების კრიტიკის უფლება ყველას აქვს, მათ შორის სასულიერო პირებსაც. თუმცა ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდება, პოლიტიკური შეფასებების ქადაგებაში გადატანა და სხვა იერარქების მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებების ტირაჟირება სულიერი მსახურების ფარგლების აშკარა დარღვევაა,- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.


აბაშიძის თქმით, ამბიონი პოლიტიკური ტრიბუნა არ არის და ის არ უნდა იქცეს ხელისუფლების შეცვლის მოწოდებების, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ეკლესიის შიგნით დაპირისპირების ინსტრუმენტად.


„განსაკუთრებით წინააღმდეგობრივია ის, რომ მეუფე იობი, ერთი მხრივ, ეკლესიის პოლიტიზებას აკრიტიკებს, მეორე მხრივ კი თავად იყენებს ამბიონს პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად და მღვდელმთავრის მაღალი სტატუსის გამოყენებით პოლიტიკურ დაპირისპირებასა და საზოგადოებრივ პოლარიზაციას აღვივებს.


ეკლესიის დამოუკიდებლობა არ ნიშნავს მის პოლიტიკურ ბანაკად ქცევას. მღვდელმთავრის მოვალეობა არც ხელისუფლების ოპონენტის როლის მორგებაა და არც პოლიტიკური დღის წესრიგის კარნახი. მისი უპირველესი პასუხისმგებლობაა სიმართლის მსახურება, სულიერი ერთიანობის დაცვა, მრევლის გაერთიანება და ზნეობრივი საზღვრების განმტკიცება.


ამბიონი პოლიტიკური ტრიბუნა არ არის. ის არ უნდა იქცეს ხელისუფლების შეცვლის მოწოდებების, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ეკლესიის შიგნით დაპირისპირების ინსტრუმენტად. როდესაც მორწმუნე ტაძარში სულიერი სიტყვის მოსასმენად მიდის და სანაცვლოდ პოლიტიკური გზავნილებითა და ურთიერთბრალდებებით დახუნძლულ ქადაგებას ისმენს, პრობლემა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების შინაარსში კი არა, თავად ამბიონის დანიშნულების უგულებელყოფაშია.


ეკლესიას დღეს პოლიტიკური ამბიციების მქონე მქადაგებლები კი არა, სულიერი პასუხისმგებლობის მქონე მღვდელმთავრები სჭირდება. ამბიონიდან ნათქვამ სიტყვას განსაკუთრებული წონა აქვს და სწორედ ამიტომ მას განსაკუთრებული პასუხისმგებლობაც უნდა ახლდეს. სასულიერო ავტორიტეტი პოლიტიკური ბრძოლის იარაღად არ უნდა იქცეს“, - წერს გია აბაშიძე.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე მიტროპოლიტ იობის განცხადებაზე: ღია ტექსტით ხელისუფლების შეცვლის მოწოდება მაღალი რანგის სასულიერო პირისგან სხვა არაფერია, თუ არა ქვეყანაში სიტუაციის კიდევ ერთხელ ადუღების მცდელობა
დავით ქართველიშვილი: საქმე გვაქვს პოლიტიკური ბარტერის კლასიკურ მაგალითთან: მღვდელმთავარი იობი, რომლის ეპარქიის გარშემოც ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეები სროლებთან და სასოფლო-სამეურნეო მიწების მიტაცებასთან დაკავშირებით, ხელს უწვდის სააკაშვილის პოლიტიკურ ძალას, რომელიც თავად ამხელდა მას
დავით ქართველიშვილი: ფონ დერ ლაიენის შეხვედრა ბულგარეთის ხელმძღვანელობასთან, ფონად კი, მფრინავი პომიდვრები, თვალსაჩინოდ ასახავს ბრიუსელის „ევროპის ერთიანობის“ ნარატივის კრახს
დავით ჩიხელიძე: ჩინეთის დელეგაციის ისტორიულ ვიზიტზე ოპოზიცია და ოპოზიციური მედიის დიდი ნაწილი დუმილს ამჯობინებს, რითაც ვიზიტის წონის დაკნინება სურთ, მაგრამ რეალურად მათ ბოროტ ბუნებას აჩვენებს
დავით ქართველიშვილი: ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში ქართული კვალი და თბილისის წინააღმდეგ მორიგი მორალური სანქციების პაკეტი შემოიღოს - გაზი ამით არ გაიაფდება, სამაგიეროდ, ევროპული პრინციპულობის შესახებ მორიგი შესანიშნავი ანგარიში დაიწერება
არქივი