ირაკლი კობახიძე – ყველაფრის საუკეთესო შემფასებელი სწორედ ქართველი ხალხია, სწორედ ხალხის მხარდაჭერა გვაძლევს შესაძლებლობას, დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი და ჩვენი ეროვნული ინტერესები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 12 ნოემბერი 2026, 01:35

ყველაფრის საუკეთესო შემფასებელი სწორედ ქართველი ხალხია. სწორედ ხალხის მხარდაჭერა გვაძლევს შესაძლებლობას, დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი და ჩვენი ეროვნული ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ქართველ ამომრჩეველთა 54 პროცენტმა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი.

„ყველაფრის საუკეთესო შემფასებელი სწორედ ქართველი ხალხია. სწორედ ხალხის მხარდაჭერა გვაძლევს შესაძლებლობას, დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი და ჩვენი ეროვნული ინტერესები. ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ქართველ ამომრჩეველთა 54 პროცენტმა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი. თუ ცალკეული ოპოზიციური პარტიების შედეგებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მათ შორის ყველაზე წარმატებულმა პარტიამაც კი „ქართულ ოცნებასთან“ შედარებით ხუთჯერ ნაკლები ხმა მიიღო, იმიტომ, რომ ხალხი ყველაფერს აფასებს. როდესაც ოპოზიციაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, თუ ამომრჩეველთა რა ნაწილს წარმოადგენენ პარტიები, რომელთა აკრძალვაზეც არის საუბარი.

თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს გადავხედავთ, რომლებიც ასევე, გარკვეულწილად, საერთო ეროვნულ არჩევნებს წარმოადგენდა, დავინახავთ, რომ ერთი წლის შემდეგ ამ არჩევნებში მათგან ორმა პარტიამ მიიღო მონაწილეობა. ერთ-ერთი პარტიის მხარდაჭერა სამჯერ შემცირდა, მეორის კი ორჯერ, იმიტომ, რომ მათ საკუთარ ამომრჩევლებს უღალატეს, შესაბამისად, მათ პრაქტიკულად აღარავინ უჭერს მხარს. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი პროცესი დაიწყო, მათ საპროტესტო აქციების ორგანიზება სცადეს, თუმცა აქციებზე არავინ მივიდა. ამას პრემიერ-მინისტრის სტატუსით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ – მათ საკუთარ ამომრჩევლებს უღალატეს, ეს უბრალოდ ფაქტია. ფაქტია, რომ მათ ხალხის მიერ მინიჭებულ საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მას ოფიციალური სტატუსიც აქვს, ის პარტიის საპატიო თავმჯდომარე და მმართველი პარტიის დამფუძნებელია“, – განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შიო მესამემ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები მიიღო
ირაკლი კობახიძე – ადამიანების წამება ხდებოდა ხელისუფლების სახელით, ამ ყველაფერში დამნაშავე იყო კონკრეტული რეჟიმი და პოლიტიკური პარტია, რომელიც მაშინ განასახიერებდა ამ რეჟიმს
ირაკლი კობახიძე: ევროპული ტრადიციული ღირებულებები ნიშნავს დემოკრატიის პატივისცემას, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემას და ამ კუთხით საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ვხედავთ სერიოზულ პრობლემებს
ირაკლი კობახიძე: ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებები იქნება მიღებული უკრაინელი ხალხის ინტერესების შესაბამისად, რაც აქამდე არ ხდებოდა, რეალურად, საქმე მიიყვანეს ძალიან მძიმე ვითარებამდე უკრაინელი ხალხისთვის
ირაკლი კობახიძე: ევროპაში არის არაერთი ლიდერი, რომელიც ჯანსაღად უყურებს ურთიერთობებს საქართველოსთან, ამაში ჩვენ ვრწმუნდებით, როდესაც გვაქვს ორმხრივი საუბრის საშუალება კონკრეტულ ლიდერებთან, იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აისახება ევროპის საერთო დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ
არქივი