ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვსურს, ვიყოთ ისეთი ევროკავშირის ნაწილი, რომელსაც ექნება ძლიერი იდენტობა, ძლიერი ეკონომიკა და ძლიერი პოლიტიკური ლიდერობა, ეს არის ჩვენი მკაფიო სურვილი და მისწრაფება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 12 ნოემბერი 2026, 01:39

ევროპის მნიშვნელოვანი უპირატესობა, რომელიც მას მსოფლიო პოლიტიკის სხვა წამყვანი აქტორებისგან გამოარჩევდა, ძლიერი იდენტობა იყო. ევროპას მკაფიოდ ჩამოყალიბებული, ძლიერი თვითმყოფადობა ჰქონდა, რომელიც, სამწუხაროდ, წლიდან წლამდე სუსტდება, ეს არის კიდევ ერთი უარყოფითი ტენდენცია, რომელსაც ვაკვირდებით. იმედი გვაქვს, რომ ეს მიმართულებაც შეიცვლება – როგორც ეკონომიკური განვითარების ტენდენციები, ისე ევროპული იდენტობის შესუსტებასთან დაკავშირებული პროცესები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.

მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სუვერენიტეტი.

„წარსულში ევროპას ძლიერი ლიდერები ჰყავდა. თუ გავიხსენებთ ევროპის წამყვანი სახელმწიფოების პრეზიდენტებსა და პრემიერ-მინისტრებს, დავინახავთ, რომ ისინი ძლიერი პოლიტიკური ლიდერები იყვნენ და საკუთარი მოსახლეობის ფართო მხარდაჭერით სარგებლობდნენ. დღეს ვითარება სრულიად განსხვავებულია. კონკრეტული სახელების დასახელება არ მსურს, მით უმეტეს, რომ ხვალ ზოგიერთ მათგანს პირადად შევხვდები. თუმცა ფაქტია, რომ ეს უკვე ის ევროპა აღარ არის, რომელსაც წარსულში ვიცნობდით.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არსებითად შეიცვლება ვითარება როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე ევროპული იდენტობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური ლიდერობის თვალსაზრისით. ჩვენ გვსურს, ვიყოთ ისეთი ევროკავშირის ნაწილი, რომელსაც ექნება ძლიერი იდენტობა, ძლიერი ეკონომიკა და ძლიერი პოლიტიკური ლიდერობა. ეს არის ჩვენი მკაფიო სურვილი და მისწრაფება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავიბრუნოთ არა მხოლოდ ტერიტორიები, არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ცხოვრობენ, სწორედ ამიტომ ჩვენი ხედვა მშვიდობიანია
ირაკლი კობახიძე – წინა ხელისუფლებას ყველაფერზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული, ადამიანების წამებაზე, როგორც ციხეებში, ისე მათ გარეთ, არჩევნების გაყალბებაზე და სხვა მსგავს ქმედებებზე, სწორედ ეს იყო ავტორიტარული მმართველობა
ირაკლი კობახიძე – ყველაფრის საუკეთესო შემფასებელი სწორედ ქართველი ხალხია, სწორედ ხალხის მხარდაჭერა გვაძლევს შესაძლებლობას, დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი და ჩვენი ეროვნული ინტერესები
ირაკლი კობახიძე – ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა ტენდენცია, როდესაც საქართველოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობამ ქვეყნიდან გასული მოქალაქეების რაოდენობას გადააჭარბა
ირაკლი კობახიძე – ხშირად არ ვაკონკრეტებთ, კონკრეტულად ვის ვგულისხმობთ „გლობალური ომის პარტიის“ ქვეშ, თუმცა ამ ტერმინით სრულიად კონკრეტულ ადამიანებს მოვიაზრებთ, ამ ადამიანებზე ღიად საუბარი საკმაოდ სახიფათოა
არქივი