თბილისში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 12 ნოემბერი 2026, 10:53

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, თბილისში, ორ პირს, ცოლ-ქმარს, მათივე საცხოვრებელ კორპუსში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: მოლაპარაკების მაგიდასთან თუკი ვინმეს აქვს ევროპის უსაფრთხოებაზე საუბრის უფლება, არის სწორედ უკრაინა, მან სისხლით დაიმსახურა ეს უფლება - ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არც ერთი წვეთი სისხლი არ დაუღვრიათ ევროპის მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნაში მონაწილეობის მიღების დასამსახურებლად
შალვა პაპუაშვილი ესპანეთის პრემიერის განცხადებაზე: სულ უფრო მეტად იმარჯვებს საღი აზრი, მათ შორის ევროკავშირში. სულ უფრო ხშირად გვესმის საუბარი ევროკავშირის შიგნით სხვადასხვა ქვეყნისგან, რომ უნდა იყოს ზღვარი გავლებული სახელმწიფო სუვერენიტეტსა და გარე ჩარევას შორის
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირზე: აღმოჩნდა, რომ თავად არიან რეკორდსმენები და ზრდიან რუსეთიდან თხევადი გაზის ექსპორტს. თანხობრივად რომ ავიღოთ, წელიწადში რაც არის მთელი ჩვენი ვაჭრობა, თვე-ნახევარში უხდიან ისინი რუსეთს მხოლოდ თხევად გაზში
შალვა პაპუაშვილი: ნიურნბერგის პროცესზე ფაშისტური რეჟიმის წარმომადგენლებიც ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო ცალკეული გადაცდომები და არა სახელმწიფო პოლიტიკა. ერთი ერთში იმეორებს ამას დღეს „ნაციონალური მოძრაობა“
თენგიზ შარმანაშვილი – საქართველო – ევროკავშირის ურთიერთობას ხელს უშლიან, რაც გინდათ, ის დაარქვით, „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“, ფაქტია, საკმაოდ სერიოზული ძალები არიან
არქივი