მოსამართლე ბერდია სიჭინავას: მგონია, რომ თქვენ პირველად არ ხართ სასამართლო პროცესზე და უნდა იცოდეთ რა და როგორ არის. მოსამართლე რაღაც შეკითხვას რომ სვამს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც არ იცის, ან რაღაცაში განათლება აკლია და შევსება სჭირდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 12 ნოემბერი 2026, 14:38

მოსამართლე რაღაც შეკითხვას რომ სვამს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც არ იცის, ან რაღაცაში განათლება აკლია და შევსება სჭირდება, - ასე უპასუხა მოსამართლე ვასილ როინიშვილმა გახარიას პარტიის წევრის, ბერდია სიჭინავას განცხადებას.

კერძოდ, ბერდია სიჭინავამ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე თქვა: „ბატონო თავმჯდომარე, როდესაც შეკითხვებს სვამდით, თქვენ ბრძანეთ, რომ თქვენ გგონიათ სასამართლოს არ აქვს პასუხი ამ შეკითხვაზეო? უბრალოდ, თქვენი აზრი მაინტერესებსო. თუ წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი გაქვთ კონკრეტულ შემთხვევაში ამ კითხვა-პასუხთან მიმართებით, საერთოდ ჩვენი პასუხები რას ცვლის იმ საკითხებთან მიმართებით, რაზეც ჩვენ უნდა ჩამოგიყალიბოთ რწმენა. თუ გამომცდელებად ხართ თქვენ და ჩვენ ვართ მოსწავლეები, რომლისგანაც რაღაც უნდა მოისმინოთ“.

მოსამართლის განმარტებით, სასამართლოს მხარის აზრი, ხედვა აინტერესებს.

„მგონია, რომ თქვენ პირველად არ ხართ სასამართლო პროცესზე და უნდა იცოდეთ რა და როგორ არის. მოსამართლე რაღაც შეკითხვას რომ სვამს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც არ იცის, ან რაღაცაში განათლება აკლია და შევსება სჭირდება. უბრალოდ, მას მხარის აზრი, ხედვა აინტერესებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მან.

ბერდია სიჭინავას რეპლიკას, ანუ ჩვენი პასუხები არაფერს ცვლის? - მოსამართლემ უპასუხა, რომ მსჯელობის საგანია, შესაძლოა შეცვალოს.

როგორც თავის მხრივ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ განმარტა, თეორიული საკითხები სასამართლოსთვისაც ხელმისაწვდომია და მისი რეპლიკა გამოწვეული იყო იმით, რომ კონკრეტული ხედვები იყოს და არა ღრმა თეორიები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი: კონფლიქტების, უთანხმოებების, საერთაშორისო სამართლის დარღვევებისა და გლობალური პრობლემების სამყაროში, თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე
უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ, თავად მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი კი, ინციდენტის ამსახველი ვიდეოს გავრცელებისთვის დააჯარიმეს
ძმები ფეიქრიშვილები, ასევე ავთანდილ ბილანიშვილი და ვატო ყიფიანი გლდანის მე-8 დაწესებულებიდან სხვადასხვა ციხეებში გადაიყვანეს
პოლიციამ კახეთში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
მაკა ბოჭორიშვილი ტელეფონით ესაუბრა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერს, მხარეებმა ისაუბრეს აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტზე, რომელიც ქართველ სპორტსმენებს უკავშირდება
არქივი