პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 12 ნოემბერი 2026, 14:40

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, როგორც ერთ-ერთი იურიდიული პირის დამფუძნებელმა დირექტორმა, სოციალურ ქსელებში განათავსა რეკლამა, თითქოსდა ახორციელებდა სხვადასხვა პროფესიული კურსის შესწავლას, როგორც ონლაინ, ისე პრაქტიკული სწავლების გზით. ბრალდებულის დაპირებით, სტუდენტებს სასწავლო კურსის დასასრულს ევროპის ქალაქებში რამდენიმე დღიან შემაჯამებელ სამუშაო შეხვედრებს ჩაუტარებდა, რის შემდეგაც მათ კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემოდათ. 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის აგვისტოს ჩათვლით, ბრალდებულმა ათეულობით მოქალაქესთან გააფორმა მოჩვენებითი ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც დაზარალებულებისგან 60 000 ლარი მიიღო, რაც მოტყუებით მიისაკუთრა და ქვეყანა დატოვა. საგამოძიებო ორგანოს მიერ გრძელდება მოწმეთა გამოკითხვა და შესაბამისად, დაზარალებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - მეუფე იობის მიმართ ზოგიერთი გამონათქვამი სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას - ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს
ბერა ივანიშვილი – მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა ყველას აჩვენეს, რას ნიშნავს ნამდვილი ქართული სული, ჭრილობები შეხორცდება, მაგრამ მსოფლიო არასოდეს დაივიწყებს მეორე მხარის სიმხდალეს
ვარლამ ლიპარტელიანი: ყველა სპორტსმენის სახელით, მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო მერაბ დვალიშვილს. რაც შეეხება, ფაქტს, ამორალური საქციელი იყო, რომელიც არც ადამიანურში, არც სპორტულში არ ჯდება და არანაირი გამართლება არ აქვს
მოსამართლე მოპასუხეებს: რაც უფრო ბევრს საუბრობთ, აზრი იკარგება ამ ბევრ საუბარში. გარკვეული განვრცობა შეიძლება მოჰყვეს ნებისმიერ პასუხს, მაგრამ რაღაც რაციონალურობის ფარგლებში. თხოვნა მექნება, ნუ გამაკრიტიკებთ ამისთვის, რომ ეს თხოვნა მაქვს თქვენს მიმართ
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში შეხვდა
არქივი