მოსამართლე მოპასუხეებს: რაც უფრო ბევრს საუბრობთ, აზრი იკარგება ამ ბევრ საუბარში. გარკვეული განვრცობა შეიძლება მოჰყვეს ნებისმიერ პასუხს, მაგრამ რაღაც რაციონალურობის ფარგლებში. თხოვნა მექნება, ნუ გამაკრიტიკებთ ამისთვის, რომ ეს თხოვნა მაქვს თქვენს მიმართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 12 ნოემბერი 2026, 15:18

„შეკითხვის დასმისას მე ხომ ძალიან ბევრს არ ვლაპარაკობ. შესაბამისად, თქვენგანაც ველოდები ანალოგიურს, რომ უბრალოდ გავიგო რას ამბობთ“, - ასე მიმართა მოსამართლე ვასილ როინიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე მოპასუხე მხარეს.

მოსამართლის თქმით, ბევრ საუბარში აზრი იკარგება.

„რაც უფრო ბევრს საუბრობთ, აზრი იკარგება ამ ბევრ საუბარში. ჩვენთვისაც, საზოგადოებისთვისაც ხომ მთავარია, რომ კონკრეტული ჩვენი ნათქვამიდან აზრი იყოს გამოტანილი. შეკითხვის დასმისას მე ხომ ძალიან ბევრს არ ვლაპარაკობ. შესაბამისად, თქვენგანაც ველოდები ანალოგიურს, რომ უბრალოდ

გავიგო რას ამბობთ. რა თქმა უნდა, გარკვეული განვრცობა შეიძლება მოჰყვეს ნებისმიერ პასუხს, მაგრამ რაღაც რაციონალურობის ფარგლებში. თხოვნა მექნება, ნუ გამაკრიტიკებთ ამისთვის, რომ ეს თხოვნა მაქვს თქვენს მიმართ. გაითვალისწინებთ, მადლობელი დაგრჩებით, არ გაითვალისწინებთ - მშვიდობიანი გზა“, - აღნიშნა მან.

საკონსტიტუციო სასამართლო შეკითხვების ეტაპზეა. სასამართლო კითხვებს ამჯერად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს უსვამს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - მეუფე იობის მიმართ ზოგიერთი გამონათქვამი სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას - ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს
ბერა ივანიშვილი – მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა ყველას აჩვენეს, რას ნიშნავს ნამდვილი ქართული სული, ჭრილობები შეხორცდება, მაგრამ მსოფლიო არასოდეს დაივიწყებს მეორე მხარის სიმხდალეს
ვარლამ ლიპარტელიანი: ყველა სპორტსმენის სახელით, მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო მერაბ დვალიშვილს. რაც შეეხება, ფაქტს, ამორალური საქციელი იყო, რომელიც არც ადამიანურში, არც სპორტულში არ ჯდება და არანაირი გამართლება არ აქვს
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი: ირლანდიის საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ღონისძიება იყო კარგი შესაძლებლობა, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრის წინ, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასა და საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებზე გვესაუბრა
არქივი