ვარლამ ლიპარტელიანი: ყველა სპორტსმენის სახელით, მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო მერაბ დვალიშვილს. რაც შეეხება, ფაქტს, ამორალური საქციელი იყო, რომელიც არც ადამიანურში, არც სპორტულში არ ჯდება და არანაირი გამართლება არ აქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 12 ნოემბერი 2026, 15:19

ყველა სპორტსმენის სახელით, მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო მერაბ დვალიშვილს, - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა აბუ-დაბიში მომხდარი ფაქტის კომენტირებისას.

„უშუალოდ ფაქტს რაც შეეხება, იყო ამორალური საქციელი, საქციელი, რომელიც არც ადამიანურში, არც სპორტულში არ ჯდება და არანაირი გამართლება არ აქვს. მე ვიტყოდი, რომ იმ სპორტსმენებმა თავიანთი სახე აჩვენეს, ვინც მერაბთან და იმ ახალგაზრდა ბიჭთან მივიდნენ. მინდა წარმატებები და ჯანმრთელობა ვუსურვო მათ“, - განაცხადა ლიპარტელიანმა.

როგორც ცნობილია, აბუ-დაბიში, სადაც RAF-ის მორიგი ეტაპი უნდა გაიმართოს, მერაბ დვალიშვილს სასტუმროში უკნიდან მიპარვით UFC-ის მებრძოლები, ძმები ნურმაგომედოვები და მათი თანმხლები პირები თავს დაესხნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი: კონფლიქტების, უთანხმოებების, საერთაშორისო სამართლის დარღვევებისა და გლობალური პრობლემების სამყაროში, თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე
უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ, თავად მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი კი, ინციდენტის ამსახველი ვიდეოს გავრცელებისთვის დააჯარიმეს
ძმები ფეიქრიშვილები, ასევე ავთანდილ ბილანიშვილი და ვატო ყიფიანი გლდანის მე-8 დაწესებულებიდან სხვადასხვა ციხეებში გადაიყვანეს
პოლიციამ კახეთში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
მაკა ბოჭორიშვილი ტელეფონით ესაუბრა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერს, მხარეებმა ისაუბრეს აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტზე, რომელიც ქართველ სპორტსმენებს უკავშირდება
არქივი