ირაკლი კობახიძე – დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ერთგულება რეგიონში მშვიდობის, ასევე დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 12 ნოემბერი 2026, 20:43

დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის დისკუსიაში თემაზე – დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების ერთგულება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებასთან დაკავშრებით.

„დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის დისკუსიაში თემაზე – დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა. განვიხილეთ ევროპის უსაფრთხოების ცვალებადი გარემო და არსებული გამოწვევები. ყურადღება გავამახვილე საქართველოს ძალისხმევაზე ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ერთგულება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების, ასევე დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართ“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სავალუტო ფონდი: გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ზრდისა და ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ მყარია, ხოლო ფისკალური და საგარეო ბუფერები კიდევ უფრო გაძლიერდა
მედვედევი კაია კალასზე: სინამდვილეში, ის არავის სურს - არა იმიტომ, რომ ის ძლიერი მომლაპარაკებელია, არამედ იმიტომ, რომ ის სულელია
შიო მესამე – ვფიქრობთ ჩვენი ერის მომავალზე, მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს
შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის მხოლოდ დღევანდელ განხილვაზე მისი ლიდერების მიერ დაფიქსირებული პოზიციებიც საკმარისია
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება
არქივი