ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 12 ნოემბერი 2026, 20:44

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მაღალ დონეს და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.

ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას და მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომეხ კოლეგას საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი კახიანი - „ნაციონალური მოძრაობისგან” თუ რამე გაგვიკვირდებოდა, ძნელად წარმოვიდგენდით, მაგრამ დღევანდელი მათი შეფასებები კომედიის ჟანრი უფრო იყო
RAF-ის ხელმძღვანელი – უსმან ნურმაგომედოვს ტურნირზე დასწრება აეკრძალა, მერაბ დვალიშვილის მონაწილეობა კი ჯერ გაურკვეველია
ირაკლი კობახიძე – დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ერთგულება რეგიონში მშვიდობის, ასევე დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, EPC-ის სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა
ევა გოცირიძე – გირგვლიანის მკვლელობის გარდა, ყველასთვის ცნობილ საქმეებზე განაჩენი დადგა 2012 წლის შემდეგ, ვინ არის ამაში დამნაშავე? დანაშაულებრივი ფაქტები უნდა მიეწეროს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“?
არქივი