ირაკლი კობახიძე: კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც იყო ხელისუფლებაში, ხელისუფლების სახელით ჩაიდინა კონკრეტული დანაშაულები და გადადგა მოღალატეობრივი ნაბიჯები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 12 ნოემბერი 2026, 22:04

კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც იყო ხელისუფლებაში, ხელისუფლების სახელით ჩაიდინა კონკრეტული დანაშაულები და გადადგა მოღალატეობრივი ნაბიჯები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბლინში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ხდებოდა ადამიანების წამება, ესეც ხდებოდა ხელისუფლების სახელით და ამ ყველაფერში დამნაშავე იყო კონკრეტული რეჟიმი და ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მაშინ განასახიერებდა ამრეჟიმს.

„იყო კონკრეტული პოლიტიკური პარტია, რომელიც იყო მაშინ ხელისუფლებაში. ამ პარტიამ, სამწუხაროდ, ხელისუფლების სახელით მაშინ ჩაიდინა კონკრეტული დანაშაულები და გადადგა მოღალატეობრივი ნაბიჯები. იგივე, 2008 წელს, ომთან მიმართებაში. როდესაც ხდებოდა ადამიანების წამება, ესეც ხდებოდა ფორმალურად, ხელისუფლების სახელით, მაგრამ ამ ყველაფერში დამნაშავე იყო კონკრეტული რეჟიმი და ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მაშინ განასახიერებდა ამრეჟიმს, შესაბამისად, ასეთი განცხადებები არის არა მარტო უპასუხისმგებლობის, არამედ არაკომპეტენტურობის გამოვლინება. მათ არ აქვთ რესურსი, რომ დაიცვან საკუთარი თავი, იმიტომ, რომ არ აქვთ ობიექტურად არგუმენტები. ასეთ პირობებში, უწევთ ისეთი განცხადებების კეთება, რომელიც აცდენილია სიმართლეს“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შიო მესამემ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები მიიღო
ირაკლი კობახიძე – ადამიანების წამება ხდებოდა ხელისუფლების სახელით, ამ ყველაფერში დამნაშავე იყო კონკრეტული რეჟიმი და პოლიტიკური პარტია, რომელიც მაშინ განასახიერებდა ამ რეჟიმს
ირაკლი კობახიძე: ევროპული ტრადიციული ღირებულებები ნიშნავს დემოკრატიის პატივისცემას, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემას და ამ კუთხით საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ვხედავთ სერიოზულ პრობლემებს
ირაკლი კობახიძე: ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებები იქნება მიღებული უკრაინელი ხალხის ინტერესების შესაბამისად, რაც აქამდე არ ხდებოდა, რეალურად, საქმე მიიყვანეს ძალიან მძიმე ვითარებამდე უკრაინელი ხალხისთვის
ირაკლი კობახიძე: ევროპაში არის არაერთი ლიდერი, რომელიც ჯანსაღად უყურებს ურთიერთობებს საქართველოსთან, ამაში ჩვენ ვრწმუნდებით, როდესაც გვაქვს ორმხრივი საუბრის საშუალება კონკრეტულ ლიდერებთან, იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აისახება ევროპის საერთო დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ
არქივი