ირაკლი კობახიძე: ევროპული ტრადიციული ღირებულებები ნიშნავს დემოკრატიის პატივისცემას, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემას და ამ კუთხით საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ვხედავთ სერიოზულ პრობლემებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 12 ნოემბერი 2026, 22:09

ევროპული ტრადიციული ღირებულებები ნიშნავს დემოკრატიის პატივისცემას, კანონის უზენაესობის პატივისცემას, ადამიანის უფლებების პატივისცემას და ამ კუთხით საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ვხედავთ სერიოზულ პრობლემებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბლინში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, როდესაც წახალისებულია “მოლოტოვის კოქტეილის” სროლა და პოლიციელების დაწვა, ეს ძალიან სერიოზული პრობლემის მიმანიშნებელია.

„მრგვალი მაგიდის ფორმატშიც გავამახვილე ყურადღება, რომ ეს არის მათ შორის დემოკრატიის კუთხით ევროპის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა. ევროპული ტრადიციული ღირებულებები ნიშნავს დემოკრატიის პატივისცემას, კანონის უზენაესობის პატივისცემას, ადამიანის უფლებების პატივისცემას და ამ კუთხით საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ვხედავთ სერიოზულ პრობლემებს. როდესაც შენთან წახალისებულია “მოლოტოვის კოქტეილის” სროლა და პოლიციელების დაწვა, ეს არის რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული პრობლემის მიმანიშნებელი. როდესაც კეთდება ამ ფონზე განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაბამისი პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, ეს არის სამართლის უზენაესობაში ჩარევა. როდესაც ერევიან შენს დემოკრატიულ არჩევნებში, ეს არის ბუნებრივია, დემოკრატიის პრინციპის ხელყოფა. როდესაც პირდაპირი განცხადებები კეთდება სასამართლოსთან დაკავშირებით, მიმდინარე სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, ეს არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში და სამართლის უზენაესობაში ჩარევა. ეს მიანიშნებს ძალიან სერიოზულ პრობლემებზე, გამოწვევებზე, რაც ფიქსირდება ევროპაში, მათ შორის კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით, არის ორმაგი სტანდარტების პრობლემა, ჩვენ აქაც გვაქვს ძალიან აქტიურად საუბარი და იმედი გვაქვს, ეს პრობლემები მომავალში მოგვარდება“, - განაცხადა პრემიერმა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შიო მესამემ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები მიიღო
ირაკლი კობახიძე – ადამიანების წამება ხდებოდა ხელისუფლების სახელით, ამ ყველაფერში დამნაშავე იყო კონკრეტული რეჟიმი და პოლიტიკური პარტია, რომელიც მაშინ განასახიერებდა ამ რეჟიმს
ირაკლი კობახიძე: ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებები იქნება მიღებული უკრაინელი ხალხის ინტერესების შესაბამისად, რაც აქამდე არ ხდებოდა, რეალურად, საქმე მიიყვანეს ძალიან მძიმე ვითარებამდე უკრაინელი ხალხისთვის
ირაკლი კობახიძე: ევროპაში არის არაერთი ლიდერი, რომელიც ჯანსაღად უყურებს ურთიერთობებს საქართველოსთან, ამაში ჩვენ ვრწმუნდებით, როდესაც გვაქვს ორმხრივი საუბრის საშუალება კონკრეტულ ლიდერებთან, იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აისახება ევროპის საერთო დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ
ირაკლი კობახიძე: კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც იყო ხელისუფლებაში, ხელისუფლების სახელით ჩაიდინა კონკრეტული დანაშაულები და გადადგა მოღალატეობრივი ნაბიჯები
არქივი